კახა კალაძე აშშ-ის მიერ კეზერაშვილისთვის ვიზის არ გაცემაზე - ეს ადამიანი თაღლითია, არავის შერჩება მძიმე დანაშაული

თაღლითი და კრიმინალია დავით კეზერაშვილი თავისი წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აშშ-მ საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა.

კალაძის თქმით, სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში ამ მიმართულებით გამოძიება დაწყებულია და მსგავსი დანაშაული დაუსჯელი არ დარჩება.

„ცხადია, ეს ადამიანი თაღლითი და კრიმინალია თავისი წარსულიდან გამომდინარე და აწმყოშიც რაც იკადრა, უმძიმესი დანაშაულია - თაღლითური გზით ასი ათასობით პენსიონერი გააუბედურა. ევროპულ ქვეყნებში გამოძიებაც დაწყებულია. არავის შერჩება ასეთი მძიმე დანაშაული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს