კირილ ბუდანოვი - უკრაინის შეიარაღებულ ძალებში რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით უკრაინის შეიარაღებულ ძალებში

რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარი შენაერთები გაჩერებას არ აპირებენ, ჩვენც დავეხმარებით,- ასეთი განცხადება გააკეთა უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს მეთაურმა, კირილ ბუდანოვმა რუსეთის მოქალაქეებისგან შემდგარ შენაერთებზე, რომლებიც უკრაინის მხარეს ებრძვიან.

ბუდანოვმა აღნიშნა, რომ “რუსეთის თავისუფლება” ლეგიონის, “რუსული მოხალისე კორპუსისა” და “ციმბირის” ბატალიონის მებრძოლები, რომლებიც რუსეთის ბელგოროდისა და კურსკის ოლქებში რეიდებს ახორციელებენ, მნიშვნელოვანი ძალა ხდებიან და უკრაინა მათ დაეხმარება.

„ერთმნიშვნელოვნად ეს სუბიექტურობა ჩნდება, მათ დაჯგუფებებს ვეღარ დავარქმევთ, ეს უკვე ძალა ხდება. ახლა რამდენიმე არიან, ერთად მოქმედებენ, ახლოს არიან გაერთიანებასთან რუსეთის ტრანსფორმაციის საერთო ხედვის გარშემო. მათ შეუერთდებიან რუსეთის ოპოზიციური ძალები, რომლებიც როგორც ქვეყნის შიგნით იმყოფებიან, ასევე არიებით საზღვარგარეთაც,” - განაცხადა ბუდანოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაციით, აღნიშნული შენაერთების წარმომადგენლები “უახლოეს პერიოდში გაჩერებას არ აპირებენ და ყველაფერს იზამენ, რაზეც ეყოფათ ძალა".

“24 თებერვლის მოვლენების პირველივე დღიდან გვეხმარებიან, საკმაოდ კარგად იბრძვიან. უკრაინის ბევრ ცხელ წერტილში იყვნენ. ჩვენის შესაძლებლობების ფარგლებში ვეცდებით მათ დავეხმაროთ,“ - განაცხადა ბუდანოვმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის