„საქართველოს ბანკის“ SME ბიზნეს მიმართულებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

„საქართველოს ბანკის“ მენეჯმენტში ცვლილებებია. 1-ელი აპრილიდან ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულებას თორნიკე კუპრაშვილი უხელმძღვანელებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ბანკში ამ მიმართულებას ამ დრომდე ზურაბ მასურაშვილი უძღვებოდა, რომელმაც საერთაშორისო ბიზნესის მიმართულებაში გადაინაცვლა.

„თორნიკე კუპრაშვილი საქართველოს ბანკს წამყვანი კორპორატიული ბანკირის პოზიციაზე 2014 წელს შემოუერთდა. ის ბანკში 10 - წლიანი კარიერის განმავლობაში კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტში სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობას იკავებდა. მათ შორის, ის იყო კორპორატიული რეაბილიტაციის სამსახურისა და კორპორაციული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტის დირექტორი.

საქართველოს ბანკში მოსვლამდე თორნიკე კუპრაშვილი 3 წელი KPMG-ის თბილისის ოფისში მუშაობდა. მას განათლება მიღებული აქვს კავკასიის ბიზნესის სკოლაში და ბაკალავრის ხარისხი მიღებული აქვს ბიზნესის ადმინისტრირებაში”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს