ნიკოლ ფაშინიანი - იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ლეგიტიმურად გვეკუთვნის, მზად უნდა ვიყოთ გავცეთ ის, რაც ლეგიტიმურად არ გვეკუთვნის

აზერბაიჯანისგან რომ მოვითხოვოთ, ჩვენ უნდა დავდგეთ ჩვენს სასაზღვრო ხაზზე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ტავუშის რაიონის სოფლების მოსახლეობასთან შეხვედრაზე განაცხადა.

„ასევე ვაყენებთ 31 სოფლის საკითხს, რომელშიც შედის ბერქაბერი, აიგეჰოვიტი, ვაზაშენი, პარავაკარი, სია გამოქვეყნებულია“, - აღნიშნა ფაშინიანმა. სომხეთის პრემიერის თქმით, ოპოზიცია მას იმაში ადანაშაულებს, რომ აზერბაიჯანისთვის ტავუშის სოფლების დათმობა სურს.

„ოპოზიცია ამბობს, რომ მას (ფაშინიანს) სურს ტავუშის სოფლების დათმობა. ტავუშის პროვინციაშია სოფელი ხრიმლუ? ვინ არის ამ სოფლის ადმინისტრაციის უფროსი? გაცნობა მინდა. ტავუშში არის სოფელი ასკიფარა? ვინ არიან ამ სოფლის მკვიდრნი? იმისთვის, რომ მივიღოთ ის, რაც ლეგიტიმურად ჩვენია, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ გასცეთ ის, რაც ლეგიტიმურად ჩვენი არ არის“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

მისი თქმით, არსებობს რეალური შესაძლებლობა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი ბაგანისიდან ბერქაბერამდე ტერიტორიაზე.

„ვხედავთ, რომ არის რეალური შესაძლებლობა, დაიწყოს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი ამ მონაკვეთზე - ბაგანისიდან ბერქაბერამდე. აზერბაიჯანი აყენებს საკითხს ოთხი არაანკლავური სოფლის შესახებ, ჩვენ ვსაუბრობთ 31 სოფელზე. აზერბაიჯანი იყენებს ასეთ არგუმენტს, რომ სომხეთის არცერთი დასახლებული პუნქტის ფაქტობრივი ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ არ არის, ანუ არც ერთი სოფლის საცხოვრებელი ტერიტორია არ არის აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ. ისინი ამბობენ: მოდით, თავად გავათავისუფლოთ დასახლებული პუნქტები და მერე ვისაუბროთ სოფლების სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიებზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაპროტესტებთ და ვამბობთ, რომ სოფელი არ არის მხოლოდ სოფლის საკრებულო, ეს არის მისი სასიცოცხლო მნიშვნელობის ტერიტორიებიც. ჩვენი პოლიტიკა არის ის, რომ ომი არ უნდა დავუშვათ. და ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ამ მხარეში სომხეთის საზღვრის კორექტირება მოვახდინოთ. ჩვენ ამას ვაკეთებთ არა მხოლოდ სომხეთის გულისთვის, არამედ კონკრეტულად სოფლების ვოსკეპარისა და კირანცისთვის, რათა ამ სოფლების უსაფრთხოება უზრუნველვყოთ“, - აღნიშნა ფაშინიანმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის