ურსულა ფონ დერ ლაიენი - თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე

თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა სამეზობლო და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის (DG NEAR) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, ევროკომისიის მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა.

“თუ ყველა ევროპელს ევროკავშირის დროშის ქვეშ გავაერთიანებთ, მხოლოდ მაშინ იქნება მშვიდობა და კეთილდღეობა ჩვენს კონტინენტზე. ისტორია მოგვიწოდებს.

ვიცი, რამდენად დაძაბული წელი იყო ყველა თქვენგანისთვის. დღედაღამ მუშაობდით ჩვენს მეზობლებთან დასაახლოებლად. უკრაინელების ყველაზე საბაზისო მოთხოვნილებებზე იზრუნეთ. რუსეთის ომის შედეგებს უმკლავდებოდით მთელი რეგიონის მასშტაბით, ჩრდილოეთ აფრიკიდან მთიან ყარაბაღამდე… და მხარს უჭერდით კანდიდატ ქვეყნებს მათ ევროკავშირის მისწრაფებებში.

თქვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინოა. გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან, შემდგომ უკრაინასთან და მოლდოვასთან. და იმავეს გავაკეთებთ ბოსნია-ჰერცეგოვინასთან. საქართველო კანდიდატი ქვეყანა გახდა”, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს