იაგო ხვიჩია - თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ იქნებიან, მგონი, სჯობს, ვიზაზე და ბილეთზე „ვიჩალიჩოთ“ და ქვეყნები შევარჩიოთ, სად უკეთესია ცხოვრების გაგრძელება

თუ შემდეგ პარლამენტში მხოლოდ „ნაცები“ და „ქოცები“ იქნებიან, მე მგონი, ერთობის შედგომას ჯობია, რომ ვიზაზე და ბილეთზე „ვიჩალიჩოთ" და ქვეყნები შევარჩიოთ, სად ჯობია ცხოვრების გაგრძელება, თუმცა ასეთი პესიმისტი არ ვარ, ქართველი ხალხის მჯერა და შეუძლებელი მგონია, რომ ისეთი იდიოტები ვიყოთ, რომ მარტო "ქოცები" და "ნაცები" ავირჩიოთ, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში მხოლოდ სამი პარტიაა, რომელთაგან ორს რამდენიმე თანამგზავრი პარტია ჰყავს.

"ჩვენ საერთოდ მიგვაჩნია, რომ სულ სამი პარტია არსებობს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში. აქედან ორი პარტია ერთი პარტიით კი არ გადის არჩევნებზე,

არამედ 5-5, 6-6 თანამგზავრი პარტია ჰყავთ. აგერ, ორი დღის წინ "ქოცებმა" შექმნეს "ხალხის ძალა", ასევე "ნაცებმა" შექმნეს გვარამიას და მელიას გაერთიანება," - განაცხადა ხვიჩიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს