თბილისის მერია იუსტიციის სახლის წინ არსებულ ხიდს დემონტაჟს გაუკეთებს

თბილისის მერიამ იუსტიციის სახლის წინ არსებული საფეხმავლო ხიდის დემონტაჟის გადაწყვეტილება მიიღო.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მერის განმარტებით, ექსპერტიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია და მისი ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია, ხიდის რეაბილიტაცია კი გულისხმობს მის დემონტაჟს და ახლის აშენებას, რაც კალაძის ინფორმაციით, რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება.

აქედან გამომდინარე მიიღო დედაქალაქის მერიამ გადაწყვეტილება, რომ ხიდის დემონტაჟი განეხორციელებინა, რომელიც კალაძის თქმით, ისედაც უფუნქციო იყო.

„მინდა, მოგაწოდოთ ინფორმაცია იუსტიციის სახლთან არსებულ ხიდთან დაკავშირებით, აკრედიტებული საექსპერტო ბიუროს მიერ გამოიკვეთა, რომ იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდი არის მძიმე ტექნიკურ მდგომარეობაში. დასკვნაში პირდაპირ არის მითითებული, რომ ხიდის ამ სახით ექსპლუატაცია დაუშვებელია, საჭიროებს ძირეულ რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციას, რაც, ფაქტობრივად, ხიდის სრულ დემონტაჟს და ახლი ხიდის მშენებლობას ნიშნავს, რაც რამდენიმე მილიონი ლარი ჯდება. თქვენ იცით, რომ აღნიშნული ხიდი არ არის ადაპტირებული, ზოგადად პრობლემას წარმოადგენდა ყოველთვის ამ ხიდზე გადასვლა-გადმოსვლა. ჩვენ დავაყენეთ შუქნიშნები, გაკეთდა ზებრა გადასასვლელები და დღეს ადამიანები ჩვეულებრივად გზას აღნიშნული ზებრა გადასასვლელებით გადადიან. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნულ ხიდს გავუკეთოთ დემონტაჟი, რადგან ის არის ფაქტობრივად უფუნქციო. ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ არის უმძიმეს ავარიულ მდგომარეობაში და მისი შეკეთება საჭიროებს რამდენიმე მილიონს“,- განაცხადა კალაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის