ბათუმში “მაქსიმალის” მაღალსიჩქარიანი უკაბელო ინტერნეტი ჩაირთო

არაბული ინვესტიციებით შექმნილმა ბრენდმა „მაქსიმალი“ ბათუმში WiMAX ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მაღალსიჩქარიანი; უკაბელო ინტერნეტ-მომსახურება დანერგა.

საქართველოსთვის სრულიად ახალი და ყველაზე მოსახერხებელი ინტერნეტით სარგებლობის; პირობების შესახებ კომპანიის წარმომადგენლებმა სასტუმრო „ინტურისტ პალასში“ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე; ისაუბრეს.

კომპანიის მენეჯმენტის ინფორმაციით, დღეიდან ბათუმელებს და მის სტუმრებს უკაბელო ინტერნეტით სარგებლობა ქალაქის მასშტაბით ყველგან შეუძლიათ. ის მომხმარებლები, რომლებიც 2009 წლის მარტამდე “მაქსიმალის” ქსელში ჩაერთვებიან, სპეციალურ ფასდაკლებას მიიღებენ. პრომო-აქციის ფარგლებში სერვისის; ღირებულება; პირველ მარტამდე 65; ლარის; ნაცვლად 45 ლარი ეღირება, ხოლო 120; ლარიანი პაკეტის მიღება ოფისისთვის 90 ლარად იქნება შესაძლებელი. სერვისის მსურველებს ბათუმში, გამსახურდიას გამზირის # 38-ში, დღეს გახსნილ „მაქსიმალის” სერვის-ცენტრში მოემსახურებიან.;;

„მაქსიმალის უკაბელო ინტერნეტის ჩართვა მარტივია. მომხმარებელი მიიღებს უკაბელო მოდემს, რომელიც ადვილად უერთდება კომპიუტერს და მოსახერხებელია როგორც მაგიდის, ასევე პორტაბელური კომპიუტერებისათვის. მომავალი წლის პირველ კვარტალში გვექნება პორტაბელური ფლეშ მოდემები, რომლებიც პორტაბელური კომპიუტერების გადაადგილების დროსაც ყველგან იდეალურად მუშაობს“, -; განაცხადა “მაქსიმალი”-ს კომერციულმა დირექტორმა; სანდრო ქარუმიძემ.

კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის თეიმურაზ ღოღობერიძის ინფორმაციით, წლის ბოლომდე “მაქსიმალით” სარგებლობა თბილისში, ფოთსა და რუსთავში იქნება შესაძლებელი; ეს ის ქალაქებია, სადაც კომპანია WiMAX ტექნოლოგიას დიდი ხანი ცდიდა.

„მაქსიმალის“ ინტერნეტი ეფუძნება WiMAX ტექნოლოგიას. ესაა უკაბელო პორტაბელური ინტერნეტი IEEE 802.16ე სტანდარტით, რომელიც ოპერირებს 2.3 გიგაჰერც ლიცენზირებულ სიხშირეზე და უზრუნველყოფს მაღალსიჩქარიან უკაბელო ინტერნეტ კავშირის პორტაბელურ და ფიქსირებულ ვარიანტებს.

საქართველოში WiMAX ქსელის შექმნისა და ფუნქციონირების ლიცენზია „ვიტელ ჯორჯიამ“ 2007 წლის სექტემბერში შეიძინა და ამ დროისვის 25 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განახორციელა. 2009 წლის განმავლობაში დაფარვის ზონის გაფართოების შედეგად, მაქსიმალი ხელმისაწვდომი საქართველოს მთავარ ქალაქებსა და კურორტებზე გახდება. სამომავლოდ, მაღალსიჩქანიანი უკაბელო ინტერნეტის გარდა, კომპანია დამატებითი სერვისების გაშვებას გეგმავს. ესენია - ხმის გადაცემის სერვისი; (VOIP) და კერძო ვირტუალური ქსელი (VPN).

„მაქსიმალი” შპს “ვიტელ ჰოლდინგსის” შვილობილი კომპანიის - შპს „ვიტელ ჯორიჯიას“ სავაჭრო ნიშანს წარმოადგენს. შპს „ვიტელ ჰოლდინგსი“ არის მრავალეროვნული კორპორაცია, რომელიც სწრაფი ნაბიჯებით იზრდება. ის სატელეკომუნიკაციო სფეროში მონაცემთა გადაცემის, ხმისა და მობილური სერვისების პროვაიდერი უმსხვილესი მრავალპროფილიანი მოთამაშეა. 2006 წელს შპს „ვიტელ ჰოლდინგსი“ დუბაის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის (DIFC) წევრი გახდა. DIFC აერთიანებს მხოლოდ უმსხვილეს კომპანიებს როგორც რეგიონის, ასევე მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

„ვიტელ ჰოლდინგსმა“ პარტნიორად აირჩია „ალკატელ-ლუსენტი“, რომელიც; 130-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. „ალკატელ–ლუსენტი“ ამარაგებს „მაქსიმალი“-ს საჭირო მოწყობილობებით და ეხმარება მას სისტემის შექმნასა და ქსელის გამართვაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის