„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, Startup Grind-ის წლის პირველი ღონისძიება ბათუმში გაიმართება

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, ბიზნესის ხელშეწყობასა და ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის წლის პირველი ღონისძიება 25 მარტს, ბათუმში ჩატარდება. ღონისძიება Ripple Space-ში გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ღონისძიება პანელური დისკუსიის ფორმატი ექნება და მისი სპეციალური სტუმარი საქართველოს ბანკის პროექტ 500 Georgia-ს მონაწილე და Arena Games-ის თანადამფუძნებელი, მარი გიორგობიანი იქნება. მარი ტრადიციული თამაშების ინდუსტრიის გარდაქმნის პროცესზე ისაუბრებს და აუდიტორიას საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს.

პანელური დისკუსიის შემდეგ, "ნეთვორქინგის" სივრცეში, ტექნოლოგიებით დაინტერესებული ადამიანები, მეწარმეები და ინოვატორები ერთმანეთისთვის ხედვებისა და საკუთარი გამოცდილების გაზიარებას, ახალი კავშირების დამყარებას შეძლებენ.

„მოხარულები ვართ, რომ საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერით Startup Grind - ის ღონისძიება ამჯერად ბათუმში გაიმართება. ჩვენ მრავალწლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს და ამ წლების განმავლობაში ერთობლივად არაერთი ღონისძიება ჩავატარეთ, რითაც ბიზნესებს განვითარებასა და გაძლიერებაში ვუწყობთ ხელს. მიგვაჩნია, რომ მსგავსი ინიციატივების რეგიონებში განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ის სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას უწყობს ხელს და როგორც ტექნოლოგიებით დაინტერესებულ ადამიანებს, ისე მეწარმეებს, საშუალებას აძლევს დაამყარონ მჭიდრო კავშირები და ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გაუზიარონ. მარტი ქალთა თვეა და სწორედ ამიტომ, Startup Grind - ის სპეციალური მოწვეული სპიკერი მარი გიორგობიანი იქნება. აღსანიშნავია, რომ მარი საქართველოს ბანკის პროექტ 500 Georgia - ს მონაწილეა და ის დამსწრე საზოგადოებას საკუთარ გამოცდილებას იურისტობიდან - სტარტაპერობამდე გაუზიარებს“, - აცხადებენ „საქართველოს ბანკში“.

ღონისძიება ინგლისურ ენაზე ჩატარდება. მასზე დასასწრებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია, რისთვისაც შეგიძლიათ ეწვიოთ ბმულს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო