ვოლოდიმირ ზელენსკი - თუ რუსები მზად არიან “კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება

თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ, პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

„ის, რაც გუშინ მოსკოვში მოხდა: ნათელია, რომ პუტინიც და სხვა ნაძირლებიც ეცდებიან ვინმე სხვას გადააბრალონ. ყოველთვის ერთნაირი მეთოდები აქვთ. ეს უკვე ყოფილა. აფეთქებული სახლებიც იყო, ჩაცხრილვებიც, აფეთქებებიც და ყოველთვის სხვებს აბრალებენ. ისინი უკრაინაში მოვიდნენ, ჩვენს ქალაქებს წვავენ - და უკრაინის დადანაშაულებას ცდილობენ. ჩვენს ხალხს აწამებენ, აუპატიურებენ - და მათვე აბრალებენ. მათ აქ, უკრაინულ მიწაზე, ასობით ათასი თავისი ტერორისტი შემორეკეს, ჩვენს წინააღმდეგ ომობენ, და მათთვის სულ ერთია რა ხდება მათივე ქვეყნის შიგნით. ეს ყველაფერი გუშინ მოხდა, და ეს აბსოლუტური არარაობა პუტინი, იმის ნაცვლად, რომ თავისი მოქალაქეებს მიხედოს, მათ მიმართოს, ერთი დღე ჩუმად იყო - ფიქრობდა, როგორ მიება ეს უკრაინისთვის. ყველაფერი სრულიად პროგნოზირებადია“, - განაცხადა ზელენსკიმ.

მან აღნიშნა, რომ ის ასობით ათასი რუსი, რომლებიც ახლა უკრაინულ მიწაზე იბრძვის, სრულიად საკმარისი იქნებოდა ნებისმიერი ტერორისტების შესაჩერებლად.

„და თუ რუსები მზად არიან „კროკუსებში” ჩუმად მოკვდნენ და თავის სპეცსამსახურებს არანაირი კითხვები არ დაუსვან, მაშინ პუტინი კიდევ არაერთი მსგავსი სიტუაციის თავისი პირადი ძალაუფლების სასარგებლოდ გამოყენებას ეცდება”, - განაცხადა ზელენსკიმ.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია