საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

საქართველოს 8 რეგიონში უკვე “საქართველოს ბანკის” 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

“საქართველოს ბანკის” ინიციატივით, რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხის N1 საჯარო სკოლაში გაიხსნა.

მათივე ცნობით, იმ მოსწავლეებს, რომლებსაც სურთ იმოგზაურონ მეცნიერების, ლიტერატურისა და შემეცნების უსაზღვრო სივრცეში, იდეათეკა განათლების მისაღებად ყველა საჭირო ინსტრუმენტით უზრუნველყოფს.

„საქართველოს ბანკის თითოეული იდეათეკა აღჭურვილია 2000-ზე მეტი წიგნით - ზოგადი და სასკოლო საგანმან“ათლებლო რესურსით, კომპიუტერებით, პროექტორით და STEM კუთხით, რომელიც შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს, გაეცნონ ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერების საფუძვლებს, ჩაატარონ მარტივი ექსპერიმენტები და გადადგან პირველი ნაბიჯები დიადი აღმოჩენებისკენ.

საქართველოს მასშტაბით, იდეათეკა უკვე 11 000-ზე მეტი მოსწავლისთვის ქმნის განათლების შესაძლებლობებს.

“საქართველოს ბანკისთვის“ განათლება უცვლელი ღირებულებაა. სწორედ ამიტომ, მიზნად დავისახეთ, საქართველოში მცხოვრებ ყველა მოსწავლეს მივცეთ თანაბარი წვდომა განათლების შესაძლებლობებზე. ამისათვის, ჩვენ არაერთ პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს. ამ მიმართულებით, ჩვენი საგანმანათლებლო ინიციატივების პორტფოლიო 40-ზე მეტ პროექტს ითვლის. მათ შორის კი გამორჩეულ ადგილს „საქართველოს ბანკის“ იდეათეკა იკავებს. უკვე მეოთხე წელია საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩვენ ახალგაზრდებისთვის მულტიფუნქციურ საგანმანათლებლო სივრცეს ვქმნით, რათა ხელი შევუწყოთ მათში მეცნიერებისა და ზოგადი განათლებისადმი ინტერესის გაზრდას. ჯამში ჩვენ უკვე 21 იდეათეკა გავხსენით, რაც ნიშნავს იმას, რომ ახლა 11 000-ზე მეტ მოსწავლეს აქვს შესაძლებლობა, შეიმეცნოს უფრო მეტი და აღმოაჩინოს პასუხები მათთვის საინტერესო კითხვებზე. ჩვენ კი არ ვჩერდებით და განვაგრძობთ ახალი ინიციატივების განხორციელებას“, - აღნიშნავს „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელი, ანა ლომთაძე.

ინფორმაციისთვის, „საქართველოს ბანკი“ იდეათეკების პროექტს ქართული წიგნის ინსტიტუტთან თანამშრომლობით ახორციელებს.

„საქართველოს ბანკის“ სხვა CSR პროექტებზე ინფორმაცია ხელმისაწვდომია

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
Jacobs-სა და Carte Noire-ის შეძენისას მომხმარებელს ავთენტურობის გადამოწმება ცხელ ხაზზე შეუძლია
ტერაბანკის მხარდაჭერით სენაკის ტექნოპარკში კიბერუსაფართხოების ჰაკათონი ჩატარდა
ახალი პროფესია სამხედრო მოსამსახურეების მეუღლეებისთვის - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ ქალთა გაძლიერების ექვსთვიანი პროგრამა დანერგა
„გორგია“ 2025 წლის საუკეთესო დამსაქმებლის ტიტულით დაჯილდოვდა
„არქის" საახალწლო გრანდიოზული დღესასწაული  მხოლოდ არქელებისთვის გრანდ ავენიუზე