28 მარტს, სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით, „მეტავერსში“ Global Matchup გაიმართება

28 მარტს სტარტაპ Arrival-ის ორგანიზებით, „მეტავერსში“ - კერძოდ დეცენტრალენდში კიდევ ერთი ვირტუალური ღონისძიება - Global Matchup გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ღონისძიების მიზანია, იმერსიულ სამყაროში შეკრიბოს ტექ ენთუზიასტები, შექმნას საუკეთესო მეტავერს ღოისძიების გამოცდილება, ააშენოს ერთგვარი ხიდები ინვესტორებსა და ანტრეპრენერებს შორის, გააჩინოს სტარტაპების ახალ ბაზრებზე გასვლის შესაძლებლობა და ხელი შეუწყოს ეკოსისტემის გაძლიერებას.

მათივე ცნობით, ღონისძიებას 200-მდე ადამიანი დაესწრაება, მათ შორის ტექნოლოგიით დაინტერესებული პირები, ანტრეპრენერები, ინვესტორიები და სტარტაპ საზოგადოების წარმომადგებლები მსოფლიოს 25 ქვეყნიდან.

ღონისძიებაზე ინვესტორებს თავიანთ პროექტებს გააცნობენ შემდეგი სტარტაპები:

- Formahealthy - AI and Health

- Helio-ai - AI and HR

- AgorApp - Web3

- 3vo - WEb3

ხოლო სპიკერების ადგილს დაიკავებენ:

- Israel Pons, President of VC and Angel Investment

- Mariam Sharangia, Project Manager at Meta

- Marcel Dridje, Startup Ecosystem Advisor

„გარდა მოწვეული სტუმრებისა, ღონისძიებაზე დასწრების საშულეაბა აქვს რეგისტრაცია გავლილ ტექ ენთუზიასტების შეზღუდულ რაოდენობას. ღონისძიებზე დასასწრებად დარეგისტრირდით აქ.

Arrival პირველი სტარტაპია საქართველოში, რომელმაც მეტავერსში ივენთი ჩაატარა. ამჟამად ის მუშაობს პროდუქტზე, რომელიც ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, რამდენიმე წამში დააგენერირებს 3დ ვირტუალურ მოდელებსა და სივრცეებს. ასევე სტარტაპი აგრძელებს ღონისძიებების მოწყობას იმერსიულ სამყაროში და წვლილი შეაქვს სფეროსადმი ცნობიერების ამაღლებაში, იკვლევს მომხმარებლის საჭიროებებს და ხელს უწყობს საქართველოში სტარტაპ ეკოსისიტემის გაძლიერებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ