არქიმ ელიტარული კომპლექსის „არქი რივერთაუნის“ პრეზენტაცია გამართა

25 მარტს ლიდერმა დეველოპერულმა კომპანია არქიმ ელიტარული საცხოვრებელი კომპლექსი „არქი რივერთაუნის“ პრეზენტაცია გამართა.

კომპლექსი პრესტიჟულ უბან დიღომი 8-სთან, სავაჭრო ცენტრ „თბილისი მოლის“ მიმდებარედ შენდება, სადაც გამორჩეულ და მრავალფუნქციურ გარემოს შექმნის. პრეზენტაციას არქის პარტნიორები, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდნენ არქის დამფუძნებლები ილია წულაია, ზაზა ფაჩულია და მენი ბენიში, გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი და თიბისი ბანკის გერენალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

„არქი რივერთაუნი გამორჩეულად მაღალი ხარისხის, ერთ-ერთი საუკეთესო პროექტი იქნება. გადავწყვიტეთ, კომპლექსში დაბალი განაშენიანება გაგკვეთებინა. გარდა იმისა, რომ არქი რივერთაუნს თავისი დიდი გამწვანებული სივრცე ექნება, სპეციალურად ეკოლოგიურად სუფთა ადგილი შევარჩიეთ, სადაც სრულყოფილი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რათა კიდევ უფრო მეტი კომფორტი შევუქმნათ არქელებს.“ - არქის დამფუძნებელი ილია წულაია.

არქი რივერთაუნის კომპლექსი 5 დაბალსართულიან საცხოვრებელ სახლს და მრავალფეროვან ინფრასტრუქტურას აერთიანებს. კომპლექსში არქელებს დახვდებათ: 5000 კვ.მ. კეთილმოწყობილი ეზო, ღია საცურაო აუზი და სპა ცენტრი, სპორტული დარბაზი და მოედანი, ლაუნჯი და დასასვენებელი ზონები. საცხოვრებელი კომპლექსის ტერიტორიაზე გათვალისწინებულია მასშტაბური კომერციული სივრცე, სადაც კაფეები, სუპერმარკეტები და მაცხოვრებლებისთვის საჭირო სავაჭრო ობიექტები განთავსდება.

„არქი ყოველთვის გამოირჩევა განსაკუთრებული პროექტებით და მოხარულები ვართ, რომ ჩვენი პარტნიორობა კვლავ გრძელდება. არქი რივერთაუნში მეტი აქცენტია გაკეთებული ჯანსაღი ცხოვრების სტილზე, ამიტომ დიდი სიხარულით ვუჭერთ მხარს ამ პროექტის განხორციელებას“, - თიბისი ბანკის გერენალური დირექტორის მოადგილე გიორგი თხელიძე.

გარდა იმისა, რომ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი არქი რივერთაუნი თანამედროვე ადამიანის საჭიროებებზეა მორგებული, საცხოვრებელი სახლები გამოირჩევა ექსტერიერით და ევროპული სტანდარტის, ეკოლოგიურად სუფთა და ენერგოეფექტური მასალებით შენდება.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი არქის დიდი ოჯახის წევრებზე ზრუნვაა. სწორედ ამიტომ, ვაშენებთ ელიტარულ კომპლექსს, სადაც არქელები უბრალოდ კი არ იცხოვრებენ, არამედ დაისვენებენ, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ, კიდევ უფრო უკეთ გაიცნობენ ერთმანეთს და ერთად ღირებულ მოგონებებს დააგროვებენ.“- არქის გენერალური დირექტორი შიო ხეცურიანი.

არქი რივერთაუნის პრეზენტაციაზე კომპანიის გენერალურმა დირექტორმა დამსწრე საზოგადოებას ლიუ ჰონგუეი გააცნო, რომელიც კომპანიას სინგაპურიდან მშენებლობისა და ხარისხის მართვის კონსულტანტის პოზიციაზე შემოუერთდა. ლიუს სინგაპურსა და სხვა ქვეყნებში მასშტაბურ პროექტებზე მუშაობის 25-წლიანი გამოცდილება აქვს. არქის მთავარი პრიორიტეტი ხარისხია, ლიუ კი თავისი მრავალწიანი გამოცდილებითა და პროფესიონალიზმით არქიში ხარისხის მიმართულებით თანამედროვე, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვაში მიიღებს მონაწილეობას.

ელიტარული კომპლექსი არქი რივერთაუნი აღმაშენებლის ხეივანთან ურბანულ განვითარებას შეუწყობს ხელს და შექმნის სივრცეს, სადაც არქელები კომფორტულად იცხოვრებენ, განიტვირთებიან, კიდევ უფრო დაახლოვდებიან ერთმანეთთან და ექნებათ შესაძლებლობა დაისვენონ, დრო სასიამოვნოდ გაატარონ და კომპლექსიდან გაუსვლელად მიიღონ მაათთვის საჭირო სხვადასხვა მომსახურება.

(R)

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა