Galt & Taggart-მა ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე - „გლობალური ეკონომიკური ტენდენციები და მათი გავლენა რეგიონზე“ - Galt & Taggart-ის სექტორული კვლევების უფროსმა, კახა სამყურაშვილმა გლობალური სასაქონლო ბაზრების მიმოხილვა წარადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი საკითხი გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ამ პროცესებზე ცენტრალური ბანკების რეაგირება იყო.

ღონისძიებაზე სხვადასხვა საკითხებზე მომხსენებლები იყვნენ საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო კონსულტანტი დევიდ ვავრა და საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.

„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაში, სადაც შესაძლებლობა გვქონდა, ეკონომისტების, ფინანსისტების, საერთაშორისო ორგანიზაციების თუ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებისთვის გლობალური სასაქონლო ბაზრების შესახებ ჩვენი მიგნებები გაგვეზიარებინა. აღსანიშნავია, რომ წარმოუდგენელია, ნედლეულის ბაზარი მიმოვიხილოთ იმ კონტექსტის გათვალისწინების გარეშე, რასაც გლობალური, პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური პროცესები ქმნის. შესაბამისად, ჩვენ კონფერენციაზე მიმოვიხილეთ როგორც წითელი ზღვის კრიზისის, ასევე ისრაელ-ჰამასის ომის ეფექტები ნავთობის გლობალურ ფასებზე და შესაბამისად - რეგიონზე“, - განაცხადა კახა სამყურაშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს