მამუკა მდინარაძე საზღვარგარეთ დამატებითი უბნების გახსნაზე - მოკლებული ვართ შესაძლებლობას - მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა, 30-40-50 მოქალაქის გამო, ვერ ახერხებს საარჩევნო უბნების გახსნას ყველა ადგილზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საზღვარგარეთ, დასახლებულ პუნქტებში, სადაც საქართველოს 50-მდე მოქალაქე ცხოვრობს, საარჩევნო უბნები ვერ გაიხსნება.

მისივე განმარტებით, ფიზიკურად შეუძლებელია მსოფლიოს ყველა ადგილზე საარჩევნო უბნის გახსნა, სადაც საქართველოს 50 მოქალაქეზე ნაკლები ცხოვრობს.

"მოკლებული ვართ შესაძლებლობას... მსოფლიოს ვერც ერთი ქვეყანა 30-40-50 მოქალაქის გამო, ვერ ახერხებს საარჩევნო უბნების გახსნას ყველა ადგილზე. კანონის აღსრულების ამგვარი პრეცედენტები მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ფიქსირდება," - განაცხადა მდინარაძემ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026