„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშებს ისრაელში მსხვერპლი მოჰყვა

„ჰეზბოლას“ სარაკეტო იერიშების შედეგად, ისრაელში ერთი ადამიანი დაიღუპა, - ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახური ავრცელებს.

ისრაელის „მაგენ დავიდ ადომის“ სასწრაფო დახმარების სამსახურის ცნობით, „ჰეზბოლას“ სარაკეტო დარტყმების შედეგად, ისრაელის ჩრდილოეთში მდებარე ქალაქ კირიათ-შმონაში 25 წლის მამაკაცი დაიღუპა.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა „ჰეზბოლამ“ აიღო და განაცხადა, რომ სარაკეტო დარტყმები ღამით, სამხრეთ ლიბანში ისრაელის მიერ განხორციელებულ ავიაიერიშებზე პასუხს წარმოადგენდა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, „ჰეზბოლამ“ ისრაელის მიმართულებით სულ მცირე 30 რაკეტა გაუშვა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს