ალუდა ღუდუშაური - თავმოყვარე პოლიტიკურ ძალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა არ უნდა ჰქონდეთ - გვარამიას და მელიას ამის პრობლემა უდგათ, ისინი იძულებით პოლიტიკური ქორწინებაში არიან

წესით და რიგით, თავმოყვარე პოლიტიკურ ძალებს 5%-იანი ბარიერის გადალახვის პრობლემა საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ - გვარამიას და მელიას ამის პრობლემა უდგათ, ისინი იძულებით პოლიტიკური ქორწინებაში არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს მორალური მხარე რომ ჰქონოდათ, საჯარო აქტივობების განხორციელებაზე უარი უნდა ეთქვათ.

„ფაქტია, რომ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები, კვლავ ცდილობენ, რომ საზოგადოებას კვლავ წარმოუდგნენ როგორც სახეცვლილები. ამის საპასუხოდ მათ ქართველმა ხალხმა არა ერთხელ უთხრა უარი, არჩევნების გზით. სწორედ აქედან გამომდინარეა, რომ ჩვენ ვხედავთ, როგორი ვაივაგლახით ხდება მათი ერთმანეთზე შეკოწიწება, შერწყმა, რომ როგორმე ხელოვნურად მოხდეს 5%-იანი ბარიერის გადალახვა. საზოგადოებას ყურში ესმის 5%-იანი ბარიერი, მაგრამ სინამდვილეში დაახლოებით რომ წარმოვიდგინოთ, ეს არის ჩვენი ქართველი ხალხის ისეთი მცირე რაოდენობის მხარდაჭერა, რომელიც წესით და რიგით ყველა თავმოყვარე პოლიტიკურ ძალას, ვისაც ამბიცია აქვს იმისა, რომ პოლიტიკურ სარბიელზე გამოვიდეს, ამის პრობლემა საერთოდ არ უნდა ჰქონდეს. ბატონ გვარამიას და ბატონ მელიას ამის პრობლემა უდგათ“, - განაცხადა ღუდუშაურმა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს