ირაკლი კობახიძე - უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გვექნება თვისებრივი, ხელშესახები შედეგები კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირების თვალსაზრისით

ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით - ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 10-ამდე ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ჟურნალისტის კითხვას, გახდა თუ არა ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი კორუფცია ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი, პრემიერმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას კორუფციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.

ირაკლი კობახიძის შეფასებით, კორუფციასთან ბრძოლა მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა და ამ კუთხით ქვეყანას კარგი მონაცემები აქვს.

„ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას. თუმცა, თავისთავად, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი დაახლოებით 20 ქვეყანა გვისწრებს, მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ვებრძოლოთ და შევამციროთ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში. გვაქვს ძალიან ამბიციური მიზანი, რომ ევროპის სამეულში დავიკავოთ ადგილი კორუფციასთან ბრძოლის და კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. შესაბამისად, ბევრი რამ არის გასაკეთებელი. ამ ერთი თვის განმავლობაში უკვე გადაიდგა არაერთი ნაბიჯი იმისათვის, რომ გვეზრუნა პრევენციაზე, თუმცა მომავალშიც ძალიან ბევრი რამ გაკეთდება. გპირდებით, რომ უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გვექნება თვისებრივი, ხელშესახები შედეგები კორუფციის კიდევ უფრო მეტად შემცირების თვალსაზრისით. ჩვენი მიზანია, რა თქმა უნდა, კორუფციის სრულად აღმოფხვრა, რაც ძალიან რთული ამოცანაა. ყველა ქვეყანაში არის კორუფცია, მათ შორის, სკანდინავიის ქვეყნებშიც კი, რომლებიც გამოირჩევიან კორუფციის ყველაზე დაბალი ხარისხით, თუმცა ჩვენ გვაქვს პოლიტიკური ნება და ამ პოლიტიკური ნების პირობებში შესაძლებელია, რომ ჩვენ ამ ამბიციურ მიზანს მივაღწიოთ, რასაც ჰქვია ევროპის სამეულში ადგილის დაკავება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო