პალესტინის ახალმა მთავრობამ ფიცი დადო

პალესტინის ახალმა მთავრობამ, პრემიერ-მინისტრ მუჰამედ მუსტაფას ხელმძღვანელობით, პრეზიდენტ მაჰმუდ აბასის წინაშე ფიცი დადო.

პალესტინის საინფორმაციო სააგენტო WAFA-ს ცნობით, ფიცის დადების ცერემონია რამალაში, ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე გაიმართა.

ცერემონიის შემდეგ, მაჰმუდ აბასის თავმჯდომარეობით ახალი მთავრობის სხდომა გაიმართა.

„მიმდინარეობს მუშაობა არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან ღაზაზე ისრაელის აგრესიის შესაჩერებლად. ჩვენი პოლიტიკური მიზანია მივაღწიოთ თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და ოკუპაციისგან გათავისუფლებას და ჩვენ ვმუშაობთ დაინტერესებულ არაბულ და საერთაშორისო მხარეებთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრობის მისაღებად“, - აღნიშნა აბასმა.

მისი თქმით, ახალ მთავრობას მოუწევს ფოკუსირდეს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებასა და პალესტინის ეკონომიკის აღორძინებაზე.

შეგახსენებთ, პალესტინის მთავრობა, ყოფილ პრემიერ-მინისტრ მუჰამედ შტაიეს მეთაურობით, თებერვალში გადადგა. მუჰამედ მუსტაფა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად მარტის დასაწყისში დაინიშნა.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა