ლევან ხაბეიშვილი - უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც საქართველოშია - ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ, ასი ათასობით ადამიანი ვერ პოულობს სამსახურს

უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში,-ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ლევან ხაბეიშვილი სტუდენტებს შეხვდა და მათი ყოველდღიური პრობლემები მოისმინა.

„ასი ათასობით ადამიანი სამსახურს ვერ პოულობს, არც კი იცის რა არის ხელფასი და შემოსავალი. დაიწყო ახალგაზრდა ადამიანმა ბიზნესი, ოცი ათასი მარწყვი დარგო, უამრავი პრობლემა შეექმნა, ვერაფერი ქნა და მოუწია ბიზნესის დახურვა. სტუდენტმა დაიწყო მუშაობა მაღაზიაში, სადაც 500-600 ლარს გამოიმუშავებს. შეუძლებელია ამ თანხით ქირის, კომუნალურის, გზის ფულის, კვების ფულის გადახდა. ასევე, ელემენტარული ტანსაცმელი სჭირდება მას, მაგრამ ეს 500-600 ლარი არაფერში კმარა. ამიტომ, უნდა ესმოდეს ხელისუფლებას, უმუშევრობა, დაბალი ანაზღაურება, დაბალი შემოსავალი არის დიდი პრობლემა, რომელიც არის საქართველოში. ადამიანებს გაუსაძლისად უჭირთ. შეუძლებელია ასეთ პირობებში ცხოვრება. 2024 წელი არის შესაძლებლობა ქართველი ხალხისთვის. ეს დამოკიდებულება აუცილებლად უნდა შევცვალოთ“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

სტუდენტი თემურ ქურციკიძის განცხადებით, მთავარი პრობლემა არის დაბალი შემოსავალი.

„როდესაც გადავწყვიტე მცირე ბიზნესი დამეწყო და გამეხსნა კვების ობიექტი, იჯარის ხარჯის, პროდუქტების სიძვირის, ქირის და უამრავი სხვა პრობლემის გამო, ხუთ თვიანი ბიზნესის გაჩერება მომიწია. ამის შემდეგ დავრგე 20 000 ძირი მარწყვი, გავწიე უამრავი ხარჯი, მაგრამ აღმოჩნდა, რომ 20 000 ძირი მარწყვის გაყიდვის ბაზარი არ არის, ვერ ვნახე დივიდენდები. შემოსავალი არ იყო იმდენი, რამდენიც ხარჯი, ამიტომ ამის გაჩერებაც მომიწია. იმედი მაქვს, ახალგაზრდები და საზოგადოების ყველა წევრი იქნება აქტიური 2024 წლის არჩევნებში და ქვეყანაში არსებული რთული მდგომარეობა შეიცვლება“,- განაცხადა თემურ ქურციკიძემ.

სტუდენტი მარიამ არათანაშვილი კი აცხადებს, რომ რეგიონიდან თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა და უამრავი პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

„მაინტერესებს, 500-600 ლარი ხელფასი ვის ეყოფა იმისთვის, რომ სწავლის გადასახადი და ბინის ქირა გადაიხადოს? გარდა ამ გადასახადისა, თვეში ერთხელ ტანსაცმლის შეძენა მჭირდება, გადავიხადო კომუნალურები და მჭირდება სრულფასოვანი კვება. ამიტომ, 500-600 ლარი არავის არაფერში არ გვყოფნის,მითუმეტეს სტუდენტს. ამიტომ, ამ არჩევნებზე ეს ყველაფერი უნდა შევცვალოთ“, -განაცხადა მარიამ არათანაშვილმა.

ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო