მამუკა მდინარაძე - უფრო დიდი შეურაცხყოფა სასამართლოსთვის არასდროს არავის მიუყენებია, ვიდრე „ნაცმოძრაობას“, სასამართლო გააუპატიურეს და ახლა ეს ხალხი გეგმავს სასამართლოს დისკრედიტაციას - ეს ტერორისტული აქტია ქართული სამართლის წინააღმდეგ

უცხოელების ფული საქართველოში ნაცვლად იმისა, რომ მოხმარდეს სასამართლოს გაჯანსაღებას, კიდევ უფრო მეტ დამოუკიდებლობას, მის ხარისხს - იხარჯება სასამართლოს დისკრედიტაციისთვის და ეს ხდება იმ პარტიასთან ერთად, რომელმაც სასამართლო ჯიბეში ჩაიდო და გაანადგურა. უფრო დიდი შეურაცხყოფა ქართული სასამართლოსთვის არასდროს არავის მიუყენებია, ვიდრე „ნაცმოძრაობას“, სასამართლო გააუპატიურეს და ეს ხალხი გეგმავს სასამართლოს დისკრედიტაციას, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მდინარაძის თქმით, „ნაციონალურ მოძრაობას“ სასამართლოს დისკრედიტაციაში ხელს უწყობს „ენჯეო“ სექტორი და ამას უწოდებს ტერორისტულ აქტს ქართული სამართლის და ქართული სასამართლოს წინააღმდეგ.

„სასამართლოს დისკრედიტაციას გეგმავს „ნაცმოძრაობა“. რა უქნეს სასამართლოს თავის მმართველობის პერიოდში გვახსოვს ყველას. დღეს ცდილობენ, რომ სასამართლოს დაარტყან ისევ და ამაში „ენჯეო“ სექტორის წარმომადგენლები ხელს უწყობენ. რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, „ენჯეო“, რომელიც უნდა ებრძოდეს ყველას, ვინც კი სასამართლოს დისკრედიტაციას შეეცდება და ვინც კი დეზინფორმაციის გავრცელებას შეეცდება სასამართლოსთან დაკავშირებით - ეს ხალხი თვითონ ავრცელებენ დეზინფორმაციას სასამართლოსთან დაკავშირებით და თვითონ ხარჯავენ მიღებულ გრანტებს იმაში, რომ სასამართლო დააზიანონ. მეტი მავნებლობა რა უნდა ქნან ვეღარ წარმომიდგენია. ეს არის ტერორისტული აქტი ქართული სამართლის და ქართული სასამართლოს წინააღმდეგ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის