ბენიამინ ნეთანიაჰუ - ტერორისტული არხი „ალ ჯაზირა“ ისრაელიდან მაუწყებლობას ვეღარ შეძლებს - ვაპირებ, საჭირო ზომები სასწრაფოდ მივიღო

ისრაელში „ალ ჯაზირას“ საქმიანობის შესაჩერებლად საჭირო ზომებს სწრაფად მივიღებ, - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

დღეს, ისრაელის პარლამენტმა კანონი მიიღო, რომელიც ისრაელის მთავრობას ქვეყანაში მოქმედი უცხოური საინფორმაციო საშუალებების საქმიანობის დროებით შეჩერების უფლებამოსილებას ანიჭებს, თუ მთავრობის წარმომადგენლები ჩათვლიან, რომ ისინი ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.

„ტერორისტული არხი „ალ ჯაზირა“ ისრაელიდან მაუწყებლობას ვეღარ შეძლებს. ვაპირებ, რომ ახალი კანონის შესაბამისად არხის საქმიანობის შესაჩერებლად საჭირო ზომები სასწრაფოდ მივიღო“, - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.03.2026
„საქართველოს უნივერსიტეტი მასწავლებლებისთვის“ - მთელწლიანი უნიკალური პროექტი დაიწყო