ღაზის სექტორის ოფიციალური პირების თქმით, ისრაელის თავდასხმის შედეგად ოთხი უცხოელი ჰუმანიტარული მუშაკი და პალესტინელი თარჯიმანი დაიღუპნენ

ღაზის სექტორის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანკლავის ცენტრალურ ნაწილში ისრაელის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად საქველმოქმედო ფონდ World Central Kitchen-ის ოთხი თანამშრომელი დაიღუპა, რომლებიც უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან.

ჰამასის“ მიერ მართულ ღაზას მთავრობაში ასევე აცხადებენ, რომ თავდასხმის შედეგად პალესტინელი თარჯიმანიც დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ორგანიზაციის მუშაკები პოლონეთიდან, გაერთიანებული სამეფოდან და ავსტრალიიდან იყვნენ. ჰუმანიტარული მუშაკების კოლონას თავს ღაზის სექტორის ცენტრალურ ნაწილში, დეირ ალ-ბალას სამხრეთით დაესხნენ.

ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს.

„ღაზაში World Central Kitchen-ის თანამშრომლებზე თავდასხმის შესახებ ცნობების შემდეგ, ისრაელის თავდაცვის ძალები ახორციელებს საფუძვლიან შემოწმებას უმაღლეს დონეზე ამ ტრაგიკული ინციდენტის გარემოებების გასაგებად“, - განაცხადა ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ავიჩაი ადრეიმ.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა