ევროკავშირი ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების მუშაკების დაღუპვის ფაქტის საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს

ევროკავშირი ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World’s Central Kitchen-ის თანამშრომლების დაღუპვასთან დაკავშირებით საფუძვლიან გამოძიებას ითხოვს.

„ვგლოვობთ World’s Central Kitchen-ის ჰუმანიტარული დახმარების მუშაკებს ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად, რომლებიც ღაზაში დაიღუპნენ. ჰუმანიტარული დახმარების მუშაკები ყოველთვის უნდა იყვნენ დაცული საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის შესაბამისად. მოვუწოდებთ, ამ ტრაგედიის საფუძვლიანი გამოძიებისკენ“, - აღნიშნულია ევროკომისიის განცხადებაში.

ევროკავშირმა, აშშ-სთან და კვიპროსთან ერთად, მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ღაზის სექტორისთვის ხმელთაშუა ზღვის გავლით დახმარების მიწოდების მიზნით საზღვაო დერეფნის ჩამოყალიბებაში. საპილოტე მიწოდება გემით, რომელიც საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის მიერ მოწოდებული 200 ტონა საკვები პროდუქტებით იყო დატვირთული, ღაზაში მარტში განხორციელდა.

შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, ისრაელი სამხედროების მიერ განხორციელებულ თავდასხმას ღაზის სექტორში საქველმოქმედო ორგანიზაცია World Central Kitchen-ის 7 თანამშრომელი ემსხვერპლა, რომლებიც ავსტრალიის, პოლონეთის, გაერთიანებული სამეფოს, აშშ-ის, კანადისა და პალესტინის მოქალაქეები არიან. მომხდარის გამო, World Central Kitchen-მა რეგიონში მუშაობა შეაჩერა.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს