სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამასთან დაკავშირებით კომისიის სხდომა გაიმართა

სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების პროგრამასთან დაკავშირებით დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში კომისიის სხდომა გაიმართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, კომისიის სხდომას სააგენტოს დირექტორი ზურაბ უტიაშვილი, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე, პარლამენტის წევრი რიმა ბერაძე, ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კომისიის წევრებმა განსახლების პროცედურებსა და კრიტერიუმებზე იმსჯელეს.

„საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. პროგრამის მიზანს მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა და მათთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნა წარმოადგენს.

მთავრობის განკარგულების შესაბამისად, პროგრამის ბენეფიციარი შეიძლება იყოს უსახლკარო ან მძიმე საცხოვრებელ პირობებში მცხოვრები ოჯახი, 3 და მეტი არასრულწლოვანი შვილით, რომლის ყველა წევრი რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული აქვთ 120 000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულა.

პროგრამაში ჩართვის მსურველმა ოჯახებმა განაცხადები ჯანდაცვის სამინისტროსა და დევნილთა სააგენტოს მისაღებ ცენტრებში გააკეთეს. ასევე, სააგენტომ მუნიციპალიტეტებიდან გამოითხოვა ინფორმაცია იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა განსახლება შესაძლებელია პროგრამის ფარგლებში განხორციელდეს. ამ ეტაპზე, შემოსული განაცხადების შეფასების პროცესი მიმდინარეობს.

უსახლკარო ოჯახების განსახლების საკითხს კომისია განიხილავს. დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში, ოჯახი თავად არჩევს შესასყიდ სახლს. სახლის შესყიდვისთვის გამოყოფილი თანხა არაუმეტეს 50 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 50 მილიონი ლარია და 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა