„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადებით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ

„სლოვაკეთის ნაციონალურმა პარტიამ“ პარლამენტს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ კანონში შესწორების შეტანა შესთავაზა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Euractiv-ი ავრცელებს.

სლოვაკეთის კოალიციური მთავრობის წევრი, „სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ წინადადების მიხედვით, იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც წლიურად უცხოური დაფინანსების სახით 5000 ევროზე მეტს იღებენ, „უცხოეთის მიერ მხარდაჭერილი ორგანიზაციების“ სტატუსი მიენიჭებათ.

„აღნიშნული წინადადების მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობის გაზრდაა, რაც არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების ნდობის განმტკიცების ძირითად ელემენტს წარმოადგენს, შემოწირულებებისა და დონორების შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნებით, თუ მათი მოცულობა კანონით განსაზღვრულ ერთჯერად ან ჯამურ რაოდენობას აღემატება“, - ნათქვამია შესწორების განმარტებით ანგარიშში.

„სლოვაკეთის ნაციონალური პარტიის“ შეთავაზება სლოვაკეთის სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გააკრიტიკეს და მთავრობას მოუწოდეს, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრს, ვიქტორ ორბანს არ მიბაძოს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს