კახა კალაძე - ქუჩაში გამოსასვლელი არავის არაფერი აქვს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის ევროპული კანონი, ჩვენ ხომ გვინდა ევროპა?

არაფერი ქუჩაში გამოსასვლელი არავის არ აქვს, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ეს არის ევროპული კანონი, ჩვენ ხომ გვინდა ევროპა, ჩვენ ხომ მხარს ვუჭერთ გამჭვირვალობას, ვითხოვთ ყველასგან ამას და რატომ არ უნდა იყოს გამჭვირვალე მაგალითად, იმ არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტები და მიღებული შემოსავლები უცხოეთიდან, რომელსაც ისინი იღებენ, რა არის ამაში დასამალი? - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე მტკიცებით, კანონპროექტს სახელწოდებით „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“ ე.წ. რუსულ კანონთან კავშირი არ აქვს და ამასთან დაკავშირებით „დიდი ტყუილი და სპეკულაციები“ ვრცელდება.

„არანაირი საერთო აღნიშნულ გამჭვირვალობის კანონს არ აქვს იმ „რუსულ კანონთან“, რომელზეც არის საუბარი. საერთოდ არანაირი შეხება არ აქვს, ეს არის საზოგადოების მოტყუების მცდელობა, მიზანმიმართული სიცრუის გავრცელება, რომ რაღაც დაჯგუფებებმა საზოგადოება სიცრუეში შეიყვანოს.

რატომ უნდა ვეწინააღმდეგებოდეთ ამ გამჭვირვალობას? აბსოლუტურად არ მესმის. აქ საუბარია არის ორგანიზაციებზე, ტელევიზიებზე, რომ უბრალოდ გახადონ საჯარო თუ ისინი მიიღებენ გრანტს, დაფინანსებას უცხოეთიდან, დეკლარაციებში ეს ყველაფერი წარადგინონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის, რა არის ამაში ცუდი? რატომ არის პრობლემა? გულწრფელად გეტყვით, ნამდვილად ვერ ვხვდები. ეს არის მიზანმიმართული სპეკულაციები.

დააკვირდით არგუმენტი არ აქვთ. დისკუსიაში რომ შეხვიდეთ, არგუმენტი არაფერი აქვთ, თუ რატომ არის პრობლემა აღნიშნული კანონი ან რა საერთო აქვს „რუსულ კანონთან“. პირდაპირ ვამბობთ, ეს არის ისეთივე კანონი, როგორიც მუშაობს ამერიკაში, ეს არის ისეთივე, როგორიც ევროკავშირმა დაინიცირა და სხვა ქვეყნებშიც არის, იგივე ბრიტანეთში არის ამგვარი კანონი.

დღევანდელი მოცემულობიდან გამომდინარე, კიდევ უფრო გაიზარდა საფრთხეები, აბსოლუტურად გაუგებარ დაფინანსებებთან დაკავშირებით, რომელიც შემოდის ქვეყანაში, აბსოლუტურად გაუგებარია საიდან, რა მიზანს და ინტერესს ემსახურება. ჩვენ ჩვენი ქვეყნის ინტერესს ვიცავთ. ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ინსტიტუციებს, ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს ვიცავთ“, - განაცხადა კალაძემ.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა