ანა ნაცვლიშვილი მინისტრს - სად არის ეკონომიკის ორმაგი ზრდა და საერთოდ, სად არის ზრდა? - თქვენი აზრით, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ ინვესტორები და იპოვოს კეთილსინდისიერი პარტნიორები, როცა მისი პრემიერის სიტყვას ჩალის ფასი აქვს?

როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ ინვესტორები და იპოვოს კეთილსინდისიერი პარტნიორები, როცა მისი პრემიერის სიტყვას ჩალის ფასი აქვს, - ამ კითხვით მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ლევან დავითაშვილს, რომელსაც პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ერთი წლის წინანდელი განცხადება გაიხსენა იმის შესახებ, რომ "აგენტების შესახებ" კანონი საქართველოს პარლამენტში აღარ დაინიცირდებოდა.

„ზუსტად ერთი წლის წინ, საპარლამენტო უმრავლესობის მაშინდელმა ლიდერმა და ახლანდელმა პრემიერ-მინისტრმა გააკეთა საჯარო განცხადება და დაპირება, რომ „რუსული კანონი“ აღარ დაინიცირდებოდა მომავალში. დღეს ვხედავთ, რომ გადაიფიქრეთ და ისევ აინიცირებთ. როგორ ფიქრობთ, როგორ უნდა მოიზიდოს ქვეყანამ ინვესტორები და იპოვოს კეთილსინდისიერი პარტნიორები, როცა მისი პრემიერის სიტყვას აქვს ჩალის ფასი?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ამასთან, ანა ნაცვლიშვილმა ეკონომიკის მინისტრს მიმართა კითხვით, მუდმივად რატომ ტოვებენ მოქალაქეები ქვეყანას, თუ საქართველოს ეკონომიკა იზრდება.

„რატომ ხდება ისე, რომ საქართველოს მუდმივად ტოვებენ ოჯახები და მათ შორის 5 000-ზე მეტი ბავშვი ერთ წელიწადში ამოეწერა და სკოლა მიატოვა იმიტომ, რომ ოჯახთან ერთად მოუწიათ საზღვარგარეთ წასვლა. საქართველოსთვის ეს რიცხვი ძალიან დიდია. სად არის ორმაგი ზრდა და საერთოდ სად არის ზრდა?“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები განცხადებას ავრცელებენ
Dunkin’ საქართველოსთვის 2025 ისტორიული მიღწევების წელია
ორმაგი დიპლომის პროგრამების შეთანხმება SEU-სა და ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტს შორის