„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ახალგაზრდებისთვის შექმნილი Code IT-ის პროექტი გრძელდება

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, უკვე მეორე წელია, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ახალგაზრდებისთვის პროექტს „Code IT” ახორციელებს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, წელს Code It-ის პროგრამაში მონაწილეობა 150-მა ახალგაზრდამ მიიღო. ტრენინგები კი, საქართველოს მასშტაბით არსებულ ტექნოპარკებში იმართებოდა, მათ შორის: ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდში, სენაკში, კასპში, გურჯაანში, თელავში, ახმეტაში, პანკისსა და თბილისში.

ინიციატივის ფარგლებში, ახალგაზრდები ესწრებოდნენ Web Design-ისა და Web Development-ის მიმართულებით გამართულ ტრენინგებს, რაც შესაძლებლობას აძლევდა მათ, შეეძინათ საბაზისო ცოდნა და გამოცდილება კოდინგის სფეროში.

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა ახალგაზრდების და მათი პოტენციალის. სწორედ ამიტომ, მიზნად ვისახავთ ხელი შევუწყოთ მათ განვითარებას და მომავლის პროფესიებით დაინტერესებას. Code IT-ის პროექტი ეს არის შესაძლებლობა ახალგაზრდებისთვის, დაეუფლონ კოდინგის საფუძვლებს, შეიძინონ როგორც თეორიული ცოდნა, ასევე პრაქტიკული გამოცდილება, რაც დაეხმარება მათ მომავალში, განვითარდნენ აღნიშნული მიმართულებით და ჩამოყალიბდნენ სფეროს პროფესიონალებად. ჩვენ კი არ ვჩერდებით და აქტიურად ვმუშაობთ იმისათვის, რომ შევქმნათ განათლების შესაძლებლობები“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების ხელმძღვანელმა ანა ლომთაძემ.

ინფორმაციისთვის, სატრენინგო მოდული Web პროგრამირების სამ მიმართულებას აერთიანებს: HTML & Css; JavaScript & Responsive Page; React. ლექციები ონლაინ იმართება, მოსწავლეები კი შეხვედრებს ტექნოპარკებიდან ესწრებიან. ყოველი სატრენინგო სესიის დასრულების შემდეგ, მონაწილეები იღებენ დავალებებს, რომელსაც ჯგუფურად, ე.წ. Peer-to-Peer სწავლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებით ასრულებენ. პროგრამის მონაწილეები პრაქტიკული სავარჯიშოებით, თეორიულ ცოდნას იღრმავებენ. კურსის დასასრულს კი, საბოლოო პროექტებს წარადგენენ, სადაც მათ მიერ მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფასდება. შემაჯამებელი პროექტები ბაზარზე არსებულ კომპანიებს ეგზავნებათ, რაც ინტერესის შემთხვევაში, პროგრამის მონაწილეებისთვის დასაქმების შესაძლებლობას ქმნის.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო