მოიპოვე „საქართველოს ბანკის“ სტიპენდია 15 პარტნიორ უნივერსიტეტში – რჩევები აბიტურიენტებს

„საქართველოს ბანკი“ პარტნიორ უნივერსიტეტებში სტიპენდიების პროგრამას ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსების მიღების შესაძლებლობას აძლევს.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, „საქართველოს ბანკის“ სტიპენდიების პროგრამა 15 უნივერსიტეტში მოქმედებს.

„სტიპენდიატების შესარჩევ კრიტერიუმებს კი პარტნიორი უნივერსიტეტები თავად ადგენენ. მართალია, პროექტი რამდენიმე თვის წინ დაიწყო, თუმცა, მის ფარგლებში უკვე 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო სწავლის დაფინანსება.

იმ აბიტურიენტებს, რომლებიც უნივერსიტეტების შერჩევის აქტიურ ფაზაში იმყოფებიან, სტიპენდიატები ურჩევენ, გაეცნონ საქართველოს ბანკის სტიპენდიების პროგრამას, პარტნიორ უნივერსიტეტებს, მათ მიერ შემუშავებულ შესარჩევ კრიტერიუმებს და გამოიყენონ შესაძლებლობა, მიიღონ სწავლის სრული ან ნაწილობრივი დაფინანსება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მათივე განმარტებით, გიორგი კუჭავა, თავისუფალი უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების და მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტია. გიორგი კუჭავა თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებებსა და მათემატიკას სწავლობს, სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადის შევსების შემდეგ კი გასაუბრება წარმატებით გაიარა. როგორც თავად ამბობს, მთავარი გამბედაობაა, რადგან ზოგჯერ კონკურენცია თავდაჯერებულობას გვაკარგვინებს.

,,აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ არასდროს შეიკავონ თავი მცდელობისგან, მიუხედავად დაბრკოლებებისა. შრომა ყოველთვის დაგიფასდება, ხანდახან შეიძლება ვერ ხედავდე კონკრეტულ შედეგს ან მიზანს, თუმცა ყველაფერს აქვს თავისი დრო, მთავარია შენს ირგვლივ არსებული შესაძლებლობები ხელიდან არ გაუშვა“, - განაცხადა გიორგი კუჭავამ.

ბანკის ცნობით, ვერიკო შელია, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტია. ვერიკომ წარმატებით გადალახა შესარჩევი ეტაპები და საკმაოდ დიდი კონკურენცია დაძლია. როგორც თავად ამბობს, გასაუბრებისთვის წინასწარ არ მომზადებულა, უბრალოდ, სცადა, გულწრფელი ყოფილიყო:

„მიხარია, რომ გაწეული შრომა დამიფასდა. ჩემთვის სტიპენდია დამატებითი მოტივაციაა, რომ დიდი ენთუზიაზმითა და თავდაჯერებულობით გადავდგა ნაბიჯები კარიერული განვითარების გზაზე. აბიტურიენტებს ვურჩევდი, ირწმუნონ საკუთარი შესაძლებლობების, მიჰყვნენ ოცნებებს, მიზნებს და არასდროს დანებდნენ. აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მათი შრომა დაფასდება, მიუხედავად იმისა, თუ რა პროფესიას აირჩევენ. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, არასდროს შეწყვიტონ საკუთარი თავის ძიება და არ შეუშინდნენ გამოწვევებს“, - აღნიშნა ვერიკო შელიამ.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ლილი კერესელიძე, თავისუფალ უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის (ESM) სტუდენტია. ლილიმ ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა, პროგრამის დარჩენილი საფასური კი საქართველოს ბანკმა დაუფინანსა. მისი აზრით, სტუდენტობის თუ აბიტურიენტობის პერიოდში მნიშვნელოვანია, პატარა წარუმატებლობებს უფლება არ მივცეთ, ჩვენს თავდაჯერებულობაზე იმოქმედოს:

,,ძალიან სტრესულად მახსოვს წნეხი აბიტურიენტობის დროს, რომ აუცილებლად კარგ უნივერსიტეტში უნდა მოვეწყო, აუცილებლად 100%-იანი გრანტი უნდა ავიღო. გრანტი, რა თქმა უნდა, ყველასთვის სასიხარულოა, მაგრამ არც გრანტის გარეშე სრულდება წარმატების გზა. თუ იმაზე ნაკლებ შედეგს მიიღებ, ვიდრე ელოდი, თავს ნუ უსაყვედურებ, ეცადე იპოვო, რა გაქვს გამოსასწორებელი და იმაზე იფიქრო, რომ წინ კიდევ ბევრი შანსია წარმატებისთვის“, - ლილი კერესელიძემ.

„საქართველოს ბანკი“ სტუდენტებისთვის შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. გუნდში ამბობენ, რომ ინიციატივის ფარგლებში პარტნიორი უნივერსიტეტებისა და სტიპენდიატების რიცხვი მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. სასტიპენდიო პროგრამისა და სხვა საერთაშორისო პროექტების შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ვებგვერდზე.

გახსოვდეთ, რომ თქვენს ირგვლივ უსაზღვრო შესაძლებლობებია, მთავარია, არ გაჩერდეთ და არ შეწყვიტოთ ცდა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის