კახა კალაძე ფეხბურთელებზე - ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან და რადიკალური ოპოზიციის სიბინძურეზე არ წამოეგებიან

არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებული ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე, რომ ღირსეულად გამოვიდნენ მოედანზე, - ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტის კითხვას, რომელიც კონკრეტული ოპოზიციური ძალების მხრიდან ქართველი ფეხბურთელებისგან პოლიტიკური განცხადებების გაკეთების მოთხოვნას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, ქართველი ფეხბურთელები კონცენტრირებული არიან მხოლოდ და მხოლოდ წარმატებულ თამაშსა და გამარჯვებებზე.

„თუ ვინმეს მართლა არაფერი გაუკეთებია და ყველაფერი ცუდი, რაც შეიძლება იკადროს ადამიანმა, ესენი არიან რადიკალები და რადიკალების ოპოზიცია. მათ საერთოდ არანაირი კავშირი არ აქვთ საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებასთან. პირიქით, გაიხსენეთ, ჩვენს წარმატებულ ფეხბურთელებს როგორ აგინებდნენ, როგორ ლანძღავდნენ. კვარაცხელიას არ დაუტოვეს არაფერი, იმდენი შეურაცხყოფები მიაყენეს. ამას აკეთებდნენ რადიკალები. ვითომ გახარებული არიან საქართველოს ეროვნული ნაკრების წარმატებით, გულში ყველა დაბოღმილია ამ გამარჯვებით, რადგან რადიკალები არიან. ეს მთელი ქვეყნის გამარჯვება იყო, ქვეყნის წინსვლა და ეს მათ, რა თქმა უნდა, არ უხარიათ, ისევე, როგორც არ გაუხარდათ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო, მიიღო ღირსების შენარჩუნებით და ასე გაგრძელდება მომავალშიც. დარწმუნებული ვარ, თითოეულ ფეხბურთელს უგზავნიან ბევრ შეტყობინებას, შეურაცხმყოფელს, ეს მათი ხელწერაა. ისინი ვერ შეიცვლებიან, ისინი ასეთები იყვნენ, როცა ხელისუფლებაში იყვნენ, უბრალოდ მაშინ მეტი შესაძლებლობები ჰქონდათ, პირდაპირ კლავდნენ, აწამებდნენ, აუპატიურებდნენ. დღეს ამის რესურსი არ გააჩნიათ და რაც შეუძლიათ, ყველაფერს ბოროტულად იყენებენ და აკეთებენ. არცერთი სპორტსმენი და ფეხბურთელი ამ სიბინძურეზე არ წამოეგება, რადგან ისინი გულანთებულია ახალგაზრდები არიან, ფიქრობენ ფეხბურთზე და სხვათა შორის, საქართველოს ხელისუფლებამ, ფეხბურთის ფედერაციამ ამაში უმნიშვნელოვანესი როლი შეიტანა, რომ ფეხბურთელი, რომელიც ჩამოდის ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე, რომ ღირსეულად გამოვიდეს მოედანზე და დადოს საუკეთესო შესაძლებლობები. მე მინდა, ბიჭებს წარმატებები ვუსურვო. ჩვენ წინ ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გვაქვს, კიდევ ბევრი ბრძოლა გვაქვს და დარწმუნებული ვარ, იქაც ძალიან დიდ წარმატებას მიაღწევენ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პაატა ცაგარეიშვილი - სომხეთის ტერიტორიაზე სატრანსპორტო დერეფნების დებლოკირებით მეზობელი ქვეყანა სატრანზიტო სტატუსს შეიძენს
ქართული პრესის მიმოხილვა 15.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ