საქართველოში, სომხეთსა და ყაზახეთში ხელფასების შესახებ Galt & Taggart მიმოხილვას აქვეყნებს

პანდემიის შემდგომმა მაღალინფლაციურმა გარემომ გლობალურად ხელფასების ზრდა გამოიწვია და არც რეგიონის ქვეყნებია გამონაკლისი.

„საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, 2023 წელს, 2019 წელთან შედარებით, საშუალო თვიური ხელფასი (ეროვნულ ვალუტაში) საქართველოში 64.5%-ით, სომხეთში 47.8%-ით, ხოლო ყაზახეთში 93.1%-ით გაიზარდა. ამასთან, აშშ დოლარში ხელფასების ზრდის კიდევ უფრო მაღალი ტემპი დაფიქსირდა საქართველოსა და სომხეთში, რადგან ამ პერიოდში ქართული ლარი და სომხური დრამი აშშ დოლარის მიმართ მნიშვნელოვნად გამყარდა. ყაზახეთის ეროვნული ვალუტა (ტენგე), ლარისა და დრამისგან განსხვავებით, გაუფასურდა და შესაბამისად, ხელფასები აშშ დოლარში უფრო ნაკლებად გაიზარდა (თუმცა, ყაზახეთში ხელფასის დონე სომხეთსა და საქართველოზე მაღალია).

„2023 წლის მონაცემებით, ყველაზე მაღალ ხელფასებს შემდეგ დარგებში დასაქმებულები იღებდნენ:

საქართველო - ინფორმაცია და კომუნიკაცია(IT), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, მშენებლობა;

სომხეთი - ინფორმაცია და კომუნიკაცია(IT), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, სამთო მოპოვებითი მრეწველობა;

ყაზახეთი - სამთო მოპოვებითი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია(IT);

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მაღალი ხელფასები აშშ დოლარში IT და საფინანსო სექტორში სომხეთში ფიქსირდება. თუმცა, სომხეთში ყველაზე დაბალია ხელფასები სასტუმროების და რესტორნების, ასევე განათლების სექტორებში. შესაბამისად, ხელფასებს შორის განსხვავებებმა შესაძლოა, ქვეყნებს შორის სამუშაო ძალის მობილობა გამოიწვიოს. ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს