ირაკლი ფავლენიშვილი - ერთადერთი კედელი, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის რუსული ოცნება, რუსული ხელისუფლება და რუსული კანონი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ

დღეს, ერთადერთი კედელი დგას ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის იმპერიას შორის, ეს არის კედელი, რომელსაც იცავს ქართველი ხალხი, მაგრამ ერთადერთი კედელი, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის რუსული ოცნება, რუსული ხელისუფლება და რუსული კანონი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ბრძოლა ევროპულ წიაღში დაბრუნებისკენ აუცილებლად გამარჯვებით დასრულდება.

„25 წელი გავიდა იმ დიდებული და ამავდროულად ტრაგიკული, მაგრამ გამარჯვების დღის შემდგომ, როდესაც ქართველმა ხალხმა რუსთაველის გამზირზე კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საქართველოს სახელმწიფოებრიობა არის მარადიული. ჩვენი ქვეყნის ბრძოლა თავისუფლებისთვის, ჩვენი ქვეყნის ბრძოლა ევროპულ წიაღში დაბრუნებისკენ აუცილებლად დასრულდება გამარჯვებით - დიდება 9 აპრილის გმირებს! გასულ წელს, ისევ რუსთაველის გამზირზე, ქვეყნის მთავარ მოედანზე ჩვენმა ახალგაზრდებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ქართული სახელმწიფოებრიობა არის უძლიერესი, რომ ჩვენ ვართ მოწინავე ევროპელები და ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ რუსული იმპერიის წინააღმდეგ ბრძოლაში. დღეს, ერთადერთი კედელი დგას ჩვენი ქვეყნისა და რუსეთის იმპერიას შორის, ეს არის კედელი, რომელსაც იცავს ქართველი ხალხი, მაგრამ ერთადერთი კედელი, რომელიც აშორებს საქართველოს ევროპასთან, ეს არის „რუსული ოცნება“, რუსული ხელისუფლება და რუსული კანონი, რომელსაც ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.

მისი თქმით, საქართველოს ადგილი არის ევროპაში.

"მე მინდა შეგახსენოთ, ჩვენ ვიმყოფებით პარტიაში, რომლის დამფუძნებელმა მიხეილ სააკაშვილმა მის თანამებრძოლებთან ერთად პირველმა დაამკვიდრა ევროკავშირის სიმბოლიკა საქართველოს სიმბოლიკასთან, პირველმა დაიწყო ჩვენს ქვეყანაში და ჩვენს რეგიონში ევროპული ინტეგრაციის პროცესი, რომელიც დღეს ლოგიკურ დასასრულთან მიდის და ვერცერთი ოლიგარქი, ვერცერთი ბანდა, ვერცერთი კრიმინალური დაჯგუფება, ვერცერთი იმპერია ვერ შეასრულებს ჩვენს ბრძოლას თავისუფლებისთვის. ვერ გამოკეტავენ ვერც მიხეილ სააკაშვილს, ვერ გამოკეტავენ ვერც ქართულ სახელმწიფოებრიობას. ჩვენ ვართ მოწინავე ევროპელები, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მთავარი ევროპელები, ჩვენი ადგილი არის ევროპაში, რუსული ოცნების ადგილი კი არის ისტორიის სანაგვე ყუთში, საქართველო გაიმარჯვებს!“- განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე