მამუკა მდინარაძე - დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ჩვენი გენეტიკური კოდი - ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს

ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ 9 აპრილთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი შეფასებით, 9 აპრილი არის იმის მაგალითი, რომ ქართული საზოგადოება თავისუფლებას და დამოუკიდებლობას არავითარ შემთხვევაში არ დათმობს.

„ეს არის დღე, რომელიც ერთდროულად ასოცირდება ერთი მხრივ, დიდ ტკივილთან, რომელიც იმ ადამიანების დაღუპვას თან სდევდა, რომლებიც თავისუფლებისთვის, დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ და მეორე მხრივ, 2 წლის შემდეგ, ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, სიმბოლიზმმა, რომელიც საუკუნეების განმავლობაში გაჰყვება ამ თარიღს, დიდი სიხარული შესძინა. ამავდროულად, ეს არის გმირობის და ისეთი მაგალითის დღე, რომელზეც ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ. დამოუკიდებლობა, თავისუფლება ეს არის მთავარი ღირებულება, რისთვისაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში იბრძოდნენ. დამოუკიდებლობა და თავისუფლება არის ჩვენი გენეტიკური კოდი. ქართული საზოგადოება არასდროს დათმობს არც თავისუფლებას და არც დამოუკიდებლობას. ნებისმიერი რამის ფასად ის შეძლებს უზრუნველყოს, რომ იყოს თავისუფალიც, დამოუკიდებელიც და დღევანდელი დღის მაგალითიც ამაში მდგომარეობს“, - განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის