მამუკა მდინარაძე - რა არის რუსული ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას - ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე, „ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებას ეხმიანება, სადაც აღნიშნულია, რომ „მდინარაძის განცხადებაში ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დაფიქსირდა, ისინი მზად არიან კანონპროექტი უკან გაიწვიონ - გუშინდელმა მრავალათასიანმა შეკრებამ აჩვენა, რომ ხალხი უკან არ დაიხევს".

როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, ოპონენტებს მან მოუწოდა, დაასახელონ რა არის რუსული „ქართული ოცნების” მიერ ინიციირებულ კანონპროექტში. მისივე თქმით, „გამჭვირვალობის კანონის” მოწინააღმდეგეებმა, ერთი კვირაა, ვერ დაასახელეს ერთი პუნქტიც კი,

„რა არის რუსული, რომელი პუნქტი ჩვენს კანონპროექტში მითხარით და კანონპროექტის გაწვევა კი არა, საერთოდ აღარ დავაყენებ არც ერთ ინიციატივას. მეტი როგორ და რა გზით მოგიწოდოთ.

ერთი კვირაა ერთი პუნქტი ვერ დაასახელეს…

რა კარგად გაუგიათ ამათ ჩემი განცხადება.” - წერს მამუკა მდინარაძე.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა