პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა

პრემიერ-მინისტრი ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაცია, კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რეფორმების გზაზე მიღწეული პროგრესი და რეგიონში არსებული ვითარება იყო პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და ევროკავშირის საბჭოს პოლიტიკური და უსაფრთხოების კომიტეტის (PSC) დელეგაციის წევრების შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები.

მათივე ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროპული საბჭოს ისტორიულ გადაწყვეტილებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, რამაც ევროკავშირთან ურთიერთობა სრულიად ახალ, სტრატეგიულ დონეზე აიყვანა. აღინიშნა, რომ ქვეყნის მიზანი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე შემდგომი პროგრესია. მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერის მნიშვნელობას ამ პროცესში და კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება რჩება საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად.

„საუბარი შეეხო საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობას ეკონომიკური ინტეგრაციისა და უსაფრთხოების სფეროებში. ითქვა, რომ საქართველო რჩება რეგიონში ევროკავშირის საიმედო პარტნიორად.

მხარეებმა ისაუბრეს აგრეთვე ასოცირების დღის წესრიგითა და ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმებით (DCFTA) გათვალისწინებული რეფორმების თაობაზე.

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებას.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა დელეგაციის წევრებს ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ერთგულია. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის ინსტიტუტისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია