IBSU ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ერაზმუს+ პროექტში Virtually EDU მონაწილეობს. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ინფორმაციით, პროექტი ორ ეტაპად გაიმართება. პირველი ეტაპზე IBSU-ს სოციალურ, ჰუმანიტარულ და განათლების მეცნიერებათა სკოლის ლექტორები ტრენინგებს გაივლიან, ხოლო პროექტის მეორე ეტაპზე ცოდნას გაუზიარებენ პროექტში ჩართულ ხუთი სხვადასხვა ქვეყნის სტუდენტებს.

„Virtually EDU-ს მიზანია, სხვადასხვა ონლაინ აქტივობებით გაზარდოს სტუდენტების ცოდნა განათლების ტექნოლოგიების, კიბერუსაფრთხოებისა და დიჯიტალიზაციის მიმართულებით; ასევე, გააუმჯობესოს მათი ციფრული უნარები. პროექტში მონაწილეობა ხელს შეუწყობს სტუდენტების დასაქმებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზე.

პროექტის პარტნიორი ქვეყნები არიან საქართველო, შვედეთი, საბერძნეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი. საქართველოდან სულ ორი უნივერსიტეტი და ერთი ახალგაზრდული ორგანიზაცია მონაწილეობს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

თეონა აქუბარდია - რუსეთის „წითელი ხაზებით“ იკითხება რუსეთის ინტერესი საქართველოს ბელარუსიზაციის, სამ სახელმწიფოდ დაშლილი ან კონფედერაციით მის ქვეშ, და აქ მთავარი კითხვაა, ამ ვითარებაში თუ რა ბერკეტი რჩება ქვეყანას ამის საპირწონედ?!
ქართული პრესის მიმოხილვა 06.04.2026
„ვისოლი“ ავტომაგისტრალის არგვეთას მონაკვეთზე საქართველოში ელექტრომობილების ყველაზე დიდ დამტენ სადგურს ხსნის
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2026 წლის სამი თვის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს