ნინო ლაცაბიძე - რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და  წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს

რუსთავის მერია მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ჩასატარებლად ემზადება. რუსთავის მერიის ცნობით, სიმპოზიუმში მონაწილეობის სურვილი, წელს ასამდე ხელოვანმა გამოთქვა საქართველოდან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

მათივე ცნობით, რუსთავის მედიათეკაში, სიმპოზიუმში მონაწილეობის მსურველთა განაცხადები განიხილა დღეს სპეციალურმა კომისიამ და საწყის ეტაპზე ის 16 ნამუშევარი შეარჩია, რომელსაც მოქანდაკეები ადგილზე შექმნიან.

„რუსთავში მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ჩატარების ტრადიცია აღდგა და წელს, ძალიან დიდი საერთაშორისო ინტერესი აქვს. ასამდე განაცხადია შემოსული და მათგან უმრავლესობა უცხოელი მოქანდაკის მხრიდანაა. დღეს კომისიამ იმსჯელა და შეირჩა ის ნამუშევრები, რომლებიც სიმპოზიუმის ფარგლებში დამზადდება და რაც ყველაზე მთავარია, შემდგომ უკვე ქალაქის მასშტაბით განთავსდება”, - განაცხადა რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ.

სიმპოზიუმში, მიწვეული მოქანდაკის სტატუსით ჩაერთვება ცნობილი რუსთაველი ხელოვანი ჯუმბერ ჯიქია და მსოფლიო სიმპოზიუმების გაერთიანების ხელმძღვანელი ლიუ იანგი.

,,კომისიამ იმსჯელა და 100-მდე ნამუშევრიდან, საწყის ეტაპზე 16 შეარჩია. რუსთავში უცხოელი მოქანდაკეებიც ჩამოვლენ და ერთი თვის განმავლობაში, ქართველ ხელოვანებთან ერთად, ადგილზე შექმნიან საკუთარ ნამუშევრებს. მათ მიერ შექმნილი ქანდაკებები და ხელოვნების ნიმუშები ჩვენს ქალაქში დარჩება და სხვადასხვა ადგილზე განთავსდება”, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა საქართველოს პარლამენტში ირაკლი შატაკიშვილმა.

რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, 8 ივნისს გაიხსნება.

„სკულპტორები, რუსთავის ცენტრალურ პარკში 20 დღის განმავლობაში, სპეციალურად მოწყობილ იმ სივრცეში იმუშავებენ, სადაც 1990 წელს მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი პირველად გაიმართა. მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი რუსთავის მერიის სახელოვნებო, სპორტის და ახალგაზრდობის ცენტრის ორგანიზებით ტარდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება