გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძე, ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები ჩეხეთის რესპუბლიკის სახელმწიფოს სატყეო პოლიტიკას, ტყისა და დაცული ლანდშაფტების მართვის პრაქტიკას, ტყის განვითარების გეგმებს, ასევე „საქმიანი ეზოების“ ფუნქციონირებისა და შეშის წარმოების სისტემას გაეცნენ.

„საქართველოში სატყეო სექტორის რეფორმა აქტიურ ფაზაშია. ეროვნული სატყეო სააგენტო, ტყის მდგრადი პრინციპების გათავალისწინებით, ტყის მართვის ახალ მოდელზე გადადის. ტყის ახალი კოდექსის ეფექტიანი აღსრულების ხელშეწყობის, მოსახლეობისა და კერძო სექტორის მერქნულ რესურსზე ხელმისაწვდომობის გამარტივებისა და სატყეო მეურნეობის განვითარების მიზნით, მოწყობილია 54 „საქმიანი ეზო“, რასაც წელს კიდევ 16 დაემატება. რეფორმის წარმატებისთვის, ჩვენი პარტნიორი ქვეყნების გამოცდილების გაცნობა უდავოდ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კახა კაკაბაძემ.

სამინისტროს ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სატყეო აღჭურვილობის საერთაშორისო გამოფენაზე Silva Regina, ასევე, Moravian Karst დაცულ ტერიტორიებზე იმყოფებოდნენ.

„აღსანიშნავია, რომ ჩეხეთისა და ავსტრიის განვითარების სააგენტოების (CzDA/ADA) მიერ დაფინანსებული პროგრამის „არაგვის დაცული ლანდშაფტისა და ადგილობრივი თემების მდგრადი განვითარება“ ფარგლებში, საქართველოში მიმდინარეობს პროექტი „ტყის მდგრადი მართვის დანერგვა არაგვის დაცულ ლანდშაფტში“, რომელსაც ჩეხეთის ტყის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება