განათლების საერთაშორისო გამოფენას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია - პროექტის მხარდამჭერია “საქართველოს ბანკი”

“საქართველოს ბანკი” მიზანდასახული და ნიჭიერი ახალგაზრდებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. სწორედ ამ მიზნით, Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით და ბანკის მხარდაჭერით, „განათლების საერთაშორისო გამოფენა“ გაიმართა. ღონისძიებას 5000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

„საქართველოს ბანის“ ინფორმაციით, განათლების საერთაშორისო გამოფენაზე ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებს შეხვედროდნენ, გასცნობოდნენ ინფორმაციას სტიპენდიების, სტაჟირების, საზაფხულო სკოლებისა და სხვადასხვა სასწავლო პროგრამების შესახებ. ამასთან, მიეღოთ პასუხები საერთაშორისო სტიპენდიებთან დაკავშირებით მათთვის საინტერესო კითხვებზე საელჩოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისგან (აშშ-ს საელჩო, ბრიტანეთის საელჩო, ფრანგული ინსტიტუტი, AIESEC, და სხვა.).

„საქართველოს ბანკში“ გვჯერა, ახალგაზრდების და იმის, რომ ისინი ქმნიან უკეთეს მომავალს. ამ პროცესში კი გადამწყვეტ როლს განათლება ასრულებს. სწორედ ამ მიზნით, ჩვენ 40-ზე მეტ საგანმანათლებლო პროექტს ვახორციელებთ და ვუჭერთ მხარს, რომლებიც ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღონ მაღალი ხარისხის განათლება როგორც საქართველოში, ასევე, მის საზღვრებს გარეთ.

განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც ჩვენი პარტნიორი ორგანიზაციის - Edu-Guide.Ge-ს ორგანიზებით გაიმართა, საკუთარ თავში მოიაზრებს შესაძლებლობას ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის, გაეცნონ ამომწურავ ინფორმაციას უცხოეთში სწავლის გაგრძელების შესახებ და მიიღონ პასუხები, მათთვის საინტერესო კითხვებზე. გვახარებს ღონისძიებისადმი ახალგაზრდების მიერ გამოვლენილი დიდი ინტერესი. ვიმედოვნებთ, რომ განათლების გამოფენა პატარა წვლილს მაინც შეიტანს მათი მიზნების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულების (CSR) ხელმძღვანელი.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის