ვლადიმერ პუტინი ალექსანდრე ლუკაშენკოს - არასდროს გვითქვამს უარი უკრაინასთან დავის მშვიდობიან გადაწყვეტაზე

რუსეთს არასოდეს უთქვამს უარი უკრაინასთან უთანხმოების მშვიდობიან მოგვარებაზე, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ბელარუს კოლეგასთან, ალექსანდრე ლუკაშენკოსთან შეხვედრაზე განაცხადა.

„არასდროს გვითქვამს უარი დავების მშვიდობიან გადაწყვეტაზე, უფრო მეტიც, ჩვენ სწორედ ამისკენ ვიყავით მიდრეკილი“, - ხაზგასმით აღნიშნა პუტინმა.

მისი თქმით, რუსეთის მოწინააღმდეგეებმა თავი კუთხეში მოიმწყვდიეს, როდესაც უარი თქვეს მოლაპარაკებაზე, ბრძოლის ველზე გამარჯვების იმედით, „ახლა უკვე ხვდებიან, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია“.

პუტინმა უკრაინის შესახებ შვეიცარიაში დაგეგმილ კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსკოვი არ არის მიწვეული ამ ღონისძიებაზე, მაგრამ ამავე დროს ამბობენ, რომ მის გარეშე მშვიდობის მიღწევა შეუძლებელია. ”და რადგან ჩვენ იქ არ მივდივართ, ეს უკვე პანოპტიკუმია”, - აღნიშნა პუტინმა.

მისი განმარტებით, მოსკოვი ეწინააღმდეგება უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების სქემების დაწესებას, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ რეალობასთან.

ახმედ ალილი - იმ შემთხვევაში, თუ ირანს ექნება მცდელობა ხელი შეუშალოს სამხრეთ კავკასიაში დაგეგმილი ეკონომიკური პროექტების განხორციელებას, მათ უნდა იცოდნენ, რომ ეს არ გამოუვათ
სტეპან გრიგორიანი - როცა ძალის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებას იღებ, ომის სავარაუდო შედეგებზე აუცილებელი იყო დაფიქრება
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026