„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით Greet-ის ბრენდის ახალი სასტუმრო შენდება

„საქართველოს ბანკი“ სტუმარ - მასპინძლობის სექტორის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ბანკთან პარტნიორობით, შპს "ჰოტელეა" საერთაშორისო ბრენდის, Greet by Accor -ის სასტუმროს, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი #4 - ში აშენებს.

აღნიშნულ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტის ჯამური ღირებულება 6.5 მილიონი ევროა, საქართველოს ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიცია 3 მილიონ ევროს შეადგენს, რომელიც EBRD-ის, DCFTA პროგრამის ფარგლებში გაიცა.

Greet by Accor არის საერთაშორისო ბრენდ Greet-ის პირველი სასტუმრო საქართველოში. ის 4,000 კვ.მ ფართობზე აშენდება და ჯამში 114 ნომერს გააერთიანებს.

„საქართველოს ბანკი“ წლებია ტურიზმის გაძლიერებასა და განვითარებას მხარს უჭერს მხარს. ჩვენს პარტნიორ კომპანია „შპს ჰოტელეა“ - სთან ერთად თბილისში მორიგი მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რაც საერთაშორისო ბრენდ Greet - ის ახალ სასტუმროს Greet by Accor - ის მშენებლობას გულისხმობს. აღსანიშნავია, რომ ეს არის Greet - ის პირველი სასტუმრო საქართველოში და მოხარული ვართ რომ ჩვენი მხარდაჭერით, საქართველოში კიდევ ერთი მსგავსი მასშტაბის ბრენდი შემოდის, რადგან მიგვაჩნია რომ ის ხელს შეუწყობს ქვეყნის ცნობადობის ზრდასა და ტურისტული ნაკადის მოზიდვას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა ლალი ყელაურაძემ.

ავთანდილ წულაძე - თუ ფორსმაჟორული ვითარება შეიქმნა, საქართველოს მოკავშირე არ ეყოლება, მოგვიწევს ისეთი დიპლომატიური ნაბიჯების გადადგმა, რომ მივიღოთ უსაფრთხოების გარანტიები
ქართული პრესის მიმოხილვა 23.03.2026
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს