გერმანიის კანცლერი - საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მეტს მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია იყო და არის საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი.

როგორც მან პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე აღნიშნა, გერმანია ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოს აქტიური პარტნიორი მომავალშიც იქნება, მაგრამ ასე ძალიან გრძელი კატალოგი არის იმ რეფორმების, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია.

„გერმანია იყო და არის საქართველოს, საქართველოს ევროპული პერსპექტივის მხარდამჭერი. ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრ შეხვედრაზე ვზრუნავდით და ყოველთვის რეკლამას ვუწევდით იმას, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიეღო. ამას წარმატებით მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, ამაზე ვერ შევჩერდებით. ძალიან გრძელი კატალოგი არის იმის, რაც ჯერ კიდევ გასაკეთებელია. ეს კრიტერიუმები თქვენთვის ცნობილია, ეს საჭიროა იმ სამართლებრივი რეჟიმისთვის, რომელიც ევროპასთან აის დაკავშირებული. ეს გახლავთ ეკონომიკური, სამართლებრივი საკითხები. საკითხები, რომელიც ევროპულ შიდა ბაზარს ეხება. ეს გახლავთ ერთიანი საგარეო უსაფრთხოების პოლიტიკა, სადაც ასევე ინტეგრაცია უნდა მოხდეს და მიჰყვეს საქართველო ევროპის, ევროკავშირის მასშტაბს. აქვე შედის ინსტიტუციური, სამართლებრივი სახელმწიფოს დემოკრატიული რეფორმები და ასე შემდეგ. ჩვენ საქართველოს აქტიური პარტნიორი ვიქნებით, რომ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება მეტი წარმატება მიაღწიოს ევროპისკენ მიმავალ გზაზე, იმ კრიტერიუმების შესრულების გზაზე, რომელიც ამისთვის საჭიროა“, - განაცხადა შოლცმა.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა