საფრანგეთი მოქალაქეებს ირანში, ისრაელში, ლიბანსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს

საფრანგეთი საკუთარ მოქალაქეებს მოუწოდებს, „აბსოლუტურად თავი შეიკავონ“ ირანში, ლიბანში, ისრაელსა და პალესტინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოგზაურობისგან, - ინფორმაციას CNN-ი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

უწყების ცნობით, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სტეფან სეჟურნემ სამხედრო ესკალაციის რისკის საკითხზე გამართული შეხვედრის შემდეგ ახალი მითითებები გამოსცა.

გადაწყვეტილების თანახმად, ირანის დედაქალაქ თეირანში მყოფი დიპლომატების ოჯახები საფრანგეთში დაბრუნდებიან და საჯარო მოხელეებს აეკრძალებათ სამუშაო მისიები ამ ქვეყნებსა და ტერიტორიებზე.

საფრანგეთის საგარეო უწყებამ ეს გაფრთხილება მას შემდეგ გამოსცა, რაც აშშ-ისა და ისრაელის ლიდერებმა განაცხადეს, რომ ირანის ან მისი მარიონეტების მხრიდან ისრაელის წინააღმდეგ პოტენციურ თავდასხმებს ელიან.

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები
Paragraph Hospitality-ის სასტუმროები Marriott-ის სტუმართა კმაყოფილების კვლევის მიხედვით ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონის საუკეთესო ათეულში მოხვდა