გრიგოლ გეგელია - კანცლერმა თქვა, ან ეს კანონი, ან ევროკავშირი

გერმანიის კანცლერის მკაფიო გზავნილებმა ხელისუფლების მიერ „რუსულ კანონთან” დაკავშირებით წარმოებულ იაფფასიან პროპაგანდას ცელი გამოუსვა ორივე ძირითადი მიმართულებით, - ამის შესახებ პარტია „ლელოს“ წევრმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცის ერთობლივ პრესკონფერენციას გამოეხმაურა.

გეგელიას თქმით, ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის, ან უკან გაწვევა მოუწევს, ან იანუკოვიჩის გზას დაადგება.

„დღეს მსოფლიომ ევროპის ერთ-ერთი უმთავრესი ლიდერისგან ხაზგასმით მოისმინა, რომ რუსეთის მსახური ხელისუფლება მორიგ ჯერზე უპირისპირდება საქართველოს ხალხის ევროპულ არჩევანს.

პირველი: „ქართული ოცნების" მიერ ინიცირებული კანონი არის რუსული და ის სრულ აცდენაშია ევროპული კავშირის ფუნდამენტურ ღირებულებებთან. თუ საქართველოს სურს რომ ევროკავშირთან დაახლოების თეორიული შანსი მაინც ჰქონდეს, რუსული კანონი არ უნდა იქნას მიღებული. „ან ეს კანონი, ან ევროკავშირი" - ეს არის გერმანიისა და ევროპული კავშირის ერთმნიშვნელოვანი გზავნილი. შესაბამისად, არჩევანი მარტივია, „ქართული ოცნება" ან გაიწვევს ამ კანონპროექტს, ან დაადგება იანუკოვიჩის გზას, ვინც საკუთარ ერს და მათ სუვერენულ არჩევანს უღალატა.

მეორე: შოლცმა წერტილი დაუსვა უსაგნო პოლემიკას ე.წ. „ევროპულ კანონზე", რომელიც, შოლცის მართებული თქმით, სულ სხვა კონცეფციას ეფუძნება და, ნებისმიერ შემთხვევაში, არ იქნება მიღებული.

შესაბამისად, დღეს „ქართული ოცნების" რუსულმა პროპაგანდისტულმა მანქანამ უდიდესი კრახი განიცადა ორივე ძირითადი მიმართულებით. უსაგნო პოლემიკა დასრულებულია. არჩევანი მკაფიოა: ან ეს კანონი, ან ევროპული კავშირი, მშვიდობა და კეთილდღეობა. ახლა ხელისუფლება ამ კანონს ან გაიწვევს, ან დაადგება იანუკოვიჩის გზას“,- წერს გეგელია „ფეისბუქზე“.

ნიკოლოზ ვაშაკიძე - სომხეთში ძალიან ბევრი რამ, მათ შორის, კავკასიის ბედი წყდება
„მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშის ავტორი პატრიცია გრჟებიკი - არავისგან არ მიმიღია არანაირი პოლიტიკური ინსტრუქცია - არ მქონია მიზნად „იურიდიული ომის“ დაწყება, როგორც ამას საქართველოს მთავრობა ამტკიცებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.04.2026
Bybit Georgia - საქართველო იმყარებს პოზიციას, როგორც რეგიონული კრიპტო ჰაბი
ფოთის პორტში „გალფის“ ქსელისთვის საწვავი Shell-ის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნიდან შემოვიდა
„Kia საქართველოსა“ და „ტერა ლიზინგის“ ახალი ფინანსური შეთავაზება - 2026 წლის Kia Sportage HEV განსაკუთრებული პირობებით
მოინიშნე 25 აპრილი - „არქი იასამნების“ პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
Amboli.ge-ს სერვისის ონლაინ დაჯავშნის ფუნქცია დაემატა