ვოლოდიმირ ზელენსკი - ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის ფართო კონფლიქტის საფრთხეს - ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან

უკრაინა გმობს ირანის თავდასხმას ისრაელზე Shahed-ის დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. ჩვენ უკრაინაში კარგად ვიცით მსგავსი თავდასხმების საშინელება რუსეთის მხრიდან, რომელიც იგივე Shahed-ის დრონებს და რუსულ რაკეტებს, მასობრივი საჰაერო დარტყმების იგივე ტაქტიკას იყენებს, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ირანის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას.

მისი თქმით, ყველა ძალისხმევა უნდა იქნას გამოყენებული ახლო აღმოსავლეთში შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

„ირანის ქმედებები საფრთხეს უქმნის მთელ რეგიონს და მსოფლიოს, ისევე როგორც რუსეთის ქმედებები ქმნის უფრო ფართო კონფლიქტის საფრთხეს და ორ რეჟიმს შორის აშკარა თანამშრომლობას ტერორის გავრცელებაში უნდა მოჰყვეს მტკიცე და ერთიანი პასუხი მსოფლიოსგან. ტერორის იარაღის Shahed-ის დრონების ხმა ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ცაზე ერთნაირია. ეს ხმა უნდა იყოს გამოღვიძების ზარი თავისუფალი სამყაროსთვის, იმის დემონსტრირება, რომ მხოლოდ ჩვენს ერთიანობას და სიმტკიცეს შეუძლია ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა და ტერორის გავრცელების პრევენცია მთელ მსოფლიოში“, - აცხადებს ზელენსკი.

მისი თქმით, მსოფლიო დისკუსიების დაწყებას ვერ დაელოდება.

„სიტყვები არ აჩერებს დრონებს და არ იგერიებს რაკეტებს, ამის მიღწევა მხოლოდ ხელშესახები დახმარებითაა შესაძლებელი, რომელსაც ჩვენ ველოდებით. უნდა გავაძლიეროთ უსაფრთხოება და მტკიცედ დავუპირისპირდეთ ყველას, ვისაც სურს ტერორი ახალ ნორმად აქციოს. მნიშვნელოვანია, რომ შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღოს აუცილებელი გადაწყვეტილებები ამერიკის მოკავშირეების გასაძლიერებლად ამ კრიტიკულ დროს“, - აცხადებს ზელენსკი.

დავით ზურაბიშვილი - საშინაო პოლიტიკაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის მთავარი პრობლემაა რეალობის არაადეკვატურად აღქმა და რა უნდა გაკეთდეს ამ რეალობის შესაბამისად
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
SWOOP.GE განახლდა - ახალი სტრატეგიული მიზნები და ბრენდის კონცეფცია
„სილქნეტმა“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2025 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა