ჯონ კირბი - ჯო ბაიდენი არ თვლის, რომ ისრაელზე თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი არ თვლის, რომ ისრაელზე ირანის თავდასხმა უფრო ფართო ომში უნდა გადაიზარდოს,- ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.

ABC-ის გადაცემა Meet the Press-ში საუბრისას, ჯონ კირბის ჰკითხეს, არის თუ არა მოსალოდნელი შემდგომი ესკალაცია.

„პრეზიდენტს არ მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით სვლა საჭიროა“, - განაცხადა კირბიმ და დასძინა, რომ ბაიდენი მუშაობს დიპლომატიური კუთხით და ამ მიზნით „დიდი შვიდეულის“ შეხვედრა მოიწვია.

"ის, რაც ისრაელმა წუხელ აჩვენა, იყო თავდაცვის წარმოუდგენელი უნარი. ძალიან ცოტამ შეაღწია და ზიანი იყო არაჩვეულებრივად მსუბუქი”, - დასძინა კირბიმ.

მისი თქმით, პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნათლად განაცხადა, რომ აშშ-ს არ სურს ესკალაცია. „უახლოესი საათები და დღეები ბევრს გვეტყვის“, - დასძინა კირბიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - თუ ვაშინგტონი საქართველოში დაინახავს „ქართული ოცნების“ რეალურ ალტერნატივას, მაშინ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ინტერესი გაიზრდება და „ქართულ ოცნებასთან“ ე.წ. „დალაგების“ შესაძლებლობაც აღარ დარჩება
ქართული პრესის მიმოხილვა 26.03.2026
„არქიმ“ თიბისი ბანკთან გაფართოებულ სამუშაო შეხვედრას უმასპინძლა
„სილქ როუდ ჯგუფი“ საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების კონფერენციაზე - ევროობლიგაციების წარმატებული განთავსების გამოცდილება
საწარმოებისთვის რეგისტრაციის განახლების ვადასთან დაკავშირებით, საქართველოს საბანკო ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
ფარმაცევტული კომპანია PSP დიდ ქართველ მეცნიერს, ფარმაკოქიმიკოსს, აკადემიკოსსა და პროფესორს, ქალბატონ ეთერ ქემერტელიძეს 100 წლის იუბილეს ულოცავს