გიორგი გახარია - მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს თავი პრემიერად - ეს სამარცხვინო მდგომარეობა უნდა დასრულდეს

მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერსრითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომელშიც პრემიერი ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს.

გახარიას თქმით, ეს სამარცხვინო მდგომარეობა უნდა დასრულდეს.

“მოვიდა დრო, ივანიშვილმა ოფიციალურად აიღოს პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზე და წარადგინოს საკუთარი თავი პრემიერად. ეს სამარცხვინო მდგომარეობა მისი პატარა მშიშარა კლოუნების მონაწილეობით, რაც ყოველ დღე სულ უფრო აზიანებს ჩვენს ქვეყანას, უნდა დასრულდეს!,-წერს გახარია.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამერიკის შეერთებული შტატების, ევროკავშირის და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტზე საჯარო დისკუსიის გამართვას სთავაზობს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ხელისუფლების ლიდერებსა და ელჩებს შორის საგნობრივი დისკუსიის პირდაპირ ეთერში გადაცემის პირობებში, ქართული საზოგადოება შეიქმნის ბევრად უფრო ნათელ წარმოდგენას "კანონპროექტის არსისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისთვის მისი მიღების აუცილებლობის შესახებ".

ემილ ავდალიანი - მიუხედავად გეოპოლიტიკური გავლენის შემცირებისა, ირანს ჯერ კიდევ გააჩნია ბერკეტები აშშ-თან მისთვის სასარგებლო შეთანხმების მისაღწევად
ქართული პრესის მიმოხილვა 05.02.2026
N1 პრობიოტიკული ბრენდი გერმანულენოვან ქვეყნებში - OMNi-BiOTiC უკვე PSP-ში
Tbilisi Waterfront-ის გაყიდვებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია, პირველი ფაზა სრულად გაიყიდა - ლიდერობენ ქართველი მყიდველები