მამუკა მდინარაძე არასამთავრობოებზე - როგორც კი ამ ადამიანებმა შეიძლება შეძლონ და თავის თავზე მაღლა დადგნენ, თქვან, რომ არაფერია აქ რუსული და ანტიქართული, გარანტიას გაძლევთ, ჩვენი პარტნიორების კრიტიკა იმ წუთას გაქრება

გარანტიას გაძლევთ, ეს ხალხი რომ გაჩერდეს, NGO-ებმა რომ თქვას: - კი ბატონო, რა პრობლემაა, წელიწადში ერთხელ დეკლარაციას ჩავაბარებთ, რის იმაშიც გინდათ შეგვიყვანეთ, „უცხოური ძალა“ ყველა შემთხვევაში კარგი იქნება და მისი ინტერესი იქნება კარგი - როგორც კი ამის თქმას შესძლებენ, ჩვენი უცხოელი პარტნიორები კრიტიკას იმ დღესვე გაეშვებიან, თუმცა ეს უტოპიაა და ამის თქმას არ ველოდებით, - ეს განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ გააკეთა.

როგორც მდინარაძემ ამ კონტექსტში აღნიშნა, „ის რაც დიდი ქვეყნებს შეუძლიათ, ჩვენც უნდა შეგვეძლოს“.

მისივე თქმით, „ვიდრე ქვეყნის შიგნით იქნებიან ადამიანები, რომლებიც მხარს დაუჭერენ იმას, რომ ხელისუფლებას ვიღაცამ უარგუმენტოდ ხელი უქნიოს, მანამდე ეს ტურბულენტობა იქნება“.

„პირობითად ვთქვათ - როგორც კი ამ ადამიანებმა შეიძლება შესძლონ და თავის თავზე მაღლა დადგნენ, თქვან, რომ არაფერია აქ რუსული და ანტიქართული აქ, გარანტიას გაძლევთ, ჩვენი პარტნიორების კრიტიკა იმ წუთას გაქრება. პირიქით იტყვიან: - რახან ერთ აზრზე ხართ, თუ სხვა ქვეყნებს შეუძლიათ ამის კეთება, თქვენ უნდა შეგეძლოთ, პატარა ქვეყნის კომპლექსითა და სინდრომით არ უნდა იმოქმედოთ, არამედ როგორც სუვერენულმა, თავისუფალმა და დამოუკიდებელმა ქვეყანამ“, - განაცხადა მდინარაძემ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტს პირველი მოსმენით იხილავენ.

კანონპროექტი "გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით", უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად ისეთი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისა და მედიასაშუალებების რეგისტრაციას ითვალისწინებს, რომელთა შემოსავლის გარკვეული მოცულობა - კერძოდ კი, 20%-ზე მეტი - უცხოეთიდან არის მიღებული. კანონპროექტის მიხედვით, ყველა, ვინც "უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად" მოიაზრება, საჯარო რეესტრში სავალდებულო წესით ამავე სახელწოდების ბაზაში უნდა დარეგისტრირდეს.

რეგისტრაციის დროს აუცილებელი იქნება მიღებული შემოსავლების ასახვა. ამავდროულად, ორგანიზაციებს საფინანსო დეკლარაციის ყოველწლიურად შევსების ვალდებულება ექნებათ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო