ანა ნაცვლიშვილი პარლამენტის შენობიდან გასულ უმრავლესობის დეპუტატებს - რუსო მოღალატეებო - იქით მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, აქეთ მიიპარებიან რუსეთზე მიყიდული დეპუტატები

„ქართული ოცნების“ დეპუტატებმა, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ, პარლამენტის შენობა მოქალაქეების პროტესტის ფონზე დატოვეს.

სამართალდამცავებს პარლამენტის შენობის გვერდითა შესასვლელი აქვთ გადაკეტილი, რათა დეპუტატებმა გადაადგილება უსაფრთხოდ შეძლონ.

მოქალაქეების შეძახილების პარალელურად, უმრავლესობის დეპუტატების მისამართით ოპოზიციონერი დეპუტატების შეძახილიც ისმოდა.

„მოღალატეებო!“ „რუსო მოღალატეებო!“ - ასე მიმართავდა „ლელოს“ დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი ავტომობილებში მსხდომ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს.

„ხელისუფლებას, რომელიც პირნათელია საკუთარ ხალხთან, ასე გაპარვა არ უწევს, სპეცრაზმით მობილიზებულს. სხვათა შორის, ქართველი ხალხის მიერ ნაყიდი მანქანებით. პრეზიდენტს რომ ამუნათებენ, ეს არის ქართული პოლიციის და ქართული სპეცრაზმის შეურაცხყოფა, რატომ ვერ გადიან ქართველ ხალხთან თუ აქვთ პირნათელი სახე?! 30 ვერცხლად გაყიდული რუსები! მათთვის აღარაფერი მაქვს სათქმელი, საქართველოს მოქალაქეებს მინდა მივმართო, ამ ხალხის იმედად, რომლებსაც საკუთარ მოქალაქეებთან დალაპარაკება არ უნდათ და არც შეუძლიათ, ქვეყანას ვერ დავტოვებთ. იქით მშვიდობიანი მოქალაქეები არიან, აქეთ მიიპარებიან რუსეთზე მიყიდული დეპუტატები, ეს არის რეალობა და არჩევანი მკაფიოდაა გასაკეთებელი“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

ვაჟა ბერიძე - პოლიტიკა მთავარის, არსებითის და არაარსებითის გამიჯვნის გარეშე არ არსებობს, ამიტომაა აქ აუცილებელი გონიერი და გამოცდილი ადამიანების არსებობა, რაც სადღეისოდ ასე არ ჩანს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.02.2026
„სოკარი“ სამხრეთ კავკასიაში პირველ სრულად ელექტრო დამტენ სადგურს ხსნის
„სილქ როუდ ჯგუფს“ საქართველოში დევიდ ჩიპერფილდის არქიტექტორული ბიურო შემოჰყავს
BSP-მ საქართველოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის განვითარების პროექტის პარტნიორად Honeywell-ი შეარჩია